Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 205

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 205. ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:ქონების გადასახადიუძრავი ქონების გადასახადისაგადასახადო შესაბამისობასაგადასახადო შესაბამისობაპირადი საგადასახადო დაგეგმვასაგადასახადო დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891010¹11121313¹1415

1.ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

2.საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

3.საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

4.თუ ქონებაზე ქონების გადასახადში მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობა, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასულ საგადასახადო წელთან შედარებით და აღნიშნულის შესახებ გადასახადის გადამხდელი არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 ივნისისა აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელის თანხა.

5.თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობის არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელი, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.

6.თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მიმდინარე გადასახდელი გადაიხადოს მიმდინარე წლისთვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით.

7.საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

8.თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.

9.თუ იურიდიული პირი კალენდარული წლის დაწყების შემდეგ დაფუძნდა, მას შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ამასთანავე, მომდევნო საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის სრული ოდენობით.

10.დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დაშლის შესახებ და იმავე ვადაში წარუდგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია.

10¹.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების რეჟიმის გახსნამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად ქონების გადასახადის დეკლარაციებს არ წარადგენს.

11.ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.

12.ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

13.ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ: ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა; ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

13¹.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

14.ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

15.ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6330 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6395 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169  – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №218 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 18 მარ. 2021 – 1 აპრ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2023
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2023
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2016
  4. 30 ივნ. 2022
  5. 1 აპრ. 2021· გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
  6. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  7. 27 დეკ. 2019
  8. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 19 ივნ. 2012

    205-ე მუხლს დაემატა 10¹ ნაწილი ქონების გადასახადის წარუდგენელი დეკლარაციების 15-დღიანი ვადით წარდგენის და დაწყების შემდგომ პერიოდებზე დეკლარაციის არ წარდგენის წესით.

  9. 8 ივნ. 2012

    205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში შეტყობინების ვადა 15 მაისიდან 1 ნოემბრამდე გადავიდა და შეღავათებზე მითითების ფორმულირება შეიცვალა.

  10. 29 მაი. 2012

    205-ე მუხლს დაემატა 13¹ ნაწილი, რომლის მიხედვით რეესტრის მონაცემებით მიწაზე გადასახადის დარიცხვისას პირს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ აქვს და მას საგადასახადო მოთხოვნა წარედგინება.

  11. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    205-ე მუხლის მე-12 პუნქტში ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 ნოემბერზე გადაიტანეს.

  12. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    205-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში დეკლარაციის წარუდგენლობისას ქონების გადასახადს საგადასახადო ორგანო წინა წლის მონაცემებით პროგრამულად არიცხავს; ობიექტის უცვლელობის პირობა ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 204შემდეგი მუხლი 206

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების გადასახადის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქონების გადასახადის საჩივრები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქონების გადასახადის შეფასების გასაჩივრება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კვარტალური საგადასახადო გადახდები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 12 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2023
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 31 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 292მუხლი 309გადასახადების ადმი… 89 (დანართი 1)გადასახადების ადმი… 92 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 155მიმდინარე გადასახდელები
  • 203მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი
  • 202ქონებაზე გადასახადის განაკვეთი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 88 (დანართი 1)საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება
  • 89 (დანართი 1)ქონების მიმდინარე გადასახდელი
  • 92 (დანართი 1)ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

  • 5დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის წესი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 47ყადაღადადებული ქონების შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21²³გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წესი

დაზღვევის შესახებ

  • 19²საზედამხედველო საფასურის გადახდის წესი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 355ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 65იმპორტის გადასახადის გადახდის ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35521²³47519²29230915520320289 (დ…92 (დ…88 (დ…65205
მითითებამნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…ამნისტიისა და არადეკლა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ადმინისტრა…დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026