ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

მუხლი 25

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

სასამართლოს პლენუმი სასამართლოს პლენუმი: ა. ირჩევს სასამართლოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის ერთ ან ორ მოადგილეს სამი წლით. მათი ხელახალი არჩევა შესაძლებელია; ბ. ქმნის პალატებს განსაზღვრული ვადით; ც. ირჩევს სასამართლოს პალატების თავმჯდომარეებს. მათი ხელახალი არჩევა შესაძლებელია; დ. იღებს სასამართლოს რეგლამენტს; ე. ირჩევს სასამართლოს განმწესრიგებელსა და მის ერთ ან მეტ მოადგილეს; ფ. წარადგენს მოთხოვნას 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • განსჯადობა / პროცესუალური (T3)

    უნებართვო მშენებლობისთვის ჯარიმისა და დემონტაჟის დავალების შესახებ აქტების ბათილობა და დადგენილების მოქმედების დროებითი შეჩერება

    დავა ეხება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ უნებართვო მშენებლობისთვის ჯარიმის დაკისრებისა და ნაგებობის დემონტაჟის დავალების კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილების გასაჩივრება ჯარიმის ნაწილში მის მოქმედებას კანონის საფუძველზე აჩერებს, ხოლო დემონტაჟის ნაწილში ავტომატური შეჩერება არ მოქმედებს. სასამართლოს შეუძლია დემონტაჟის შეჩერება, თუ გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს გამოიწვევს ან უფლების დაცვას შეუძლებელს გახდის. პალატამ კერძო საჩივარი დააკმაყოფილა და დემონტაჟი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა; აქტების კანონიერება ამ განჩინებით არსებითად არ გადაწყვეტილა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10111220181926616676425
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს საკონსტიტუ…ადამიანის უფლებათა და …აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს სავაჭრო-სა…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა