Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებმუხლი 4

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 4. საბიუჯეტო პროცესი

რედაქცია №34კონსოლიდირებული · 26 აგვ. 2003

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2004.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 5. საბიუჯეტო პროცესი
თემები:საგადასახადო დაგეგმვატრანსსასაზღვრო გადასახადებიფინანსური ანგარიშგება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საბიუჯეტო პროცესი არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონით რეგლამენტირებული საქმიანობა ბიუჯეტების შედგენის, განხილვის,მიღებისა და შესრულებისათვის. საბიუჯეტო პროცესის შემადგენელი ნაწილია საბიუჯეტო რეგულირება, რაც წარმოადგენს სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის შემოსავლის წყაროების კანონით განსაზღვრულ გადანაწილებას:

2.საბიუჯეტო პროცესი საქართველოში რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს სხვა კანონმდებლობით,აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების და საქართველოს ტერიტორიული ერთეულების უფლებამოსილი ორგანოების აქტებით.

3.ბიუჯეტს ადგენენ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატორული გეგმის პროექტის მაჩვენებლების, ფინანსთა სამინისტროს და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ექსპერტული შეფასებებისა და საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებების მიხედვით განსახორციელებელი ფინანსური პროგრამების გათვალისწინებით.

4.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტის პროექტს – ამ რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის პროექტს – შესაბამისი მმართველობის ადგილობრივი ორგანოები. ეკონომიკური და სოციალური განვითარების გრძელვადიანი პროგრამების განხორციელების კვალობაზე საქართველოს პრეზიდენტის დავალებით შესაძლებელია შემუშავდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელიც მოიცავს ერთ წელზე მეტ პერიოდს.

5.საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", რომლის ფარგლებში მტკიცდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი, განისაზღვრება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის გადასაცემი მიზნობრივი ტრანსფერტები და მტკიცდება სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლისა და გასავლის ძირითადი მაჩვენებლები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებს "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნობრივი ტრანსფერტების მოცულობის გათვალისწინებით ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები, ხოლო "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნობრივი ტრანსფერტების მოცულობის გათვალისწინებით ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო.

6.საბიუჯეტო (საფინანსო) წელი საქართველოს ტერიტორიაზე შეესაბამება კალენდარულ წელს (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით). საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1335-სსმI,№6,02.04.2002წ.,მუხ.36

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 5 მარ. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 მარ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2003· გამოქვეყნდა 2 აპრ. 2002
  2. 14 მაი. 1999

    მე-4 მუხლის პირველ პუნქტში ნორმატიულ აქტთა ჩამონათვალში კომისიის დადგენილება ახლა ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახელწოდებით არის მოხსენიებული.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადასახადო სტრუქტურირებასერვისის გვერდი
  • საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 26 აგვ. 2003 · №34

  • 2 ცვლილება · ბოლო 2 აპრ. 2002
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 5საბიუჯეტო პროცესი
  • 7საბიუჯეტო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა
  • 2საქართველოს საბიუჯეტო სისტემა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 5საბიუჯეტო პროცესი
  • 18რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესის კოორდინირება
  • 7საბიუჯეტო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

  • 17საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 66სახელმწიფო ბიუჯეტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 95უმაღლესი საბჭოს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის ძირითადი უფლებამოსილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 117უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ძირითადი უფლებამოსილება

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 8ბიუჯეტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 136სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის დაწყება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
866572951171751871364
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…