აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 23. სახელმწიფო დეპარტამენტი

რედაქცია №17კონსოლიდირებული · 11 თებ. 2004

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო დეპარტამენტი არის კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და მის შესაბამისად იყენებს სახელმწიფოებრივ იძულებას.

2.სახელმწიფო დეპარტამენტს მეთაურობს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

3.სახელმწიფო დეპარტამენტებია: ა)ახალგაზრდობის საქმეთა; ბ) გეოლოგიის; გ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის; დ) დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის; ე) ვეტერანთა საქმეების; ვ) დაზვერვის; ზ) ინფორმატიზაციის; თ) მატერიალური რეზერვების; ი) მიწის მართვის; კ) საავტომობილო გზების; ლ) საარქივო; მ ) (ამოღებულია); ნ ) (ამოღებულია); ო) სატყეო მეურნეობის; პ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის; ჟ) სტატისტიკის; რ) სპორტის; ს) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის; ტ) ტურიზმისა და კურორტების; უ) ჰიდრომეტეოროლოგიის.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტების თავმჯდომარეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

5.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განეკუთვნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამთავრობო დაწესებულებათა კატეგორიას. საქართველოს 1997 წლის 19 სექტემბრის კანონი №878-პარლამენტის უწყებანი,№41,08.10.1997წ.,გვ.9 საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1621-სსმI,№2,26.10.1998წ.,მუხ.21 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1744-სსმI,№2(9),22.01.1999წ.,მუხ.12 საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61-სსმI,47(54),09.12.1999წ.,მუხ.240 საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №464-სსმI,27,17.07.2000წ.,მუხ.85 საქართველოს 2001 წლის 14 მარტის კანონი №803-სსმI,7,27.03.2001წ.,მუხ.21

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 27 მარ. 2001-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. დეპარტამენტთა ჩამონათვალს (მე-3 პუნქტი) დაემატა „ზ) ინფორმატიზაციის“, ხოლო ყოფილი „ზ“-„ს“ ქვეპუნქტები გადანომრა „თ“-„ტ“-ად; დანარჩენი დეპარტამენტების დასახელებები უცვლელია.

  2. მე-3 პუნქტს დაემატა „ლ“ (საბაჟო) და „მ“ (საგადასახადო) ქვეპუნქტები, ხოლო სატყეო მეურნეობის დან ტურიზმისა და კურორტების ჩათვლით ქვეპუნქტები გადანომრილია „ნ“-დან „ს“-მდე.

  3. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში დეპარტამენტთა ჩამონათვალს დაემატა „ვ) დაზვერვის“ და დანარჩენი ქვეპუნქტები „ზ“–„ჟ“ ასოებით გადანომრდა; მე-5 პუნქტის ბოლოს დაემატა კანონის გამოქვეყნების მითითება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13262074118¹575 (და…63617¹23
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ენის შესახე…საქართველოს მთავრობის …საქართველოს სახელმწიფო…გარემოს დაცვის შესახებსახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სახელმწიფო…