მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ

მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №3კონსოლიდირებული · 27 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდეს მის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა.

2.სამისდღეშიო ანაზღაურება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, წევრ-კორესპონდენტს მიეცემა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრისათვის განსაზღვრული შესაბამისი ანაზღაურების 85%-ის ოდენობით.

3.2005 წლის 1 ივლისამდე სამეცნიერო დაწესებულებაში, რომელსაც გავლილი აქვს სახელმწიფო ატესტაცია ან აკრედიტაცია, ასისტენტისა და უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ატესტირებული, უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის თანამდებობრივი სარგოს 110%-ის ოდენობით. დანარჩენი კატეგორიის მეცნიერთა თანამდებობრივი სარგოები გამოიანგარიშება ასისტენტისა და უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოდან კოეფიციენტური სისტემით და განისაზღვრება: ა) პროფესორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-კონსულტანტისათვის – 2,5 კოეფიციენტით; ბ) წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-კონსულტანტისათვის – 2,25 კოეფიციენტით; გ) დოცენტისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისათვის – 2 კოეფიციენტით; დ) უფროსი მასწავლებლისა და მეცნიერ-თანამშრომლისათვის – 1,5 კოეფიციენტით.

4.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) სამისდღეშიო ანაზღაურება განისაზღვრება პროფესორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-კონსულტანტის თანამდებობრივი სარგოს 140%-ის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა – მთავარი მეცნიერ- თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-კონსულტანტის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №951-სსმI,№6,19.01.2005წ.,მუხ.50

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 19 იან. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 იან. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9161216¹41393610⁷120734¹3458
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეცნიერთა სოციალური უზ…საქართველოს მეცნიერება…სახელმწიფო კომპენსაციი…საჯარო დაწესებულებაში …საქართველოს სახელმწიფო…საჯარო სამსახურის შესა…