Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებმუხლი 3

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

მუხლი 3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იუ

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 6 მარ. 2024
თემები:სასესხო დავებისასესხო ხელშეკრულებებიშერწყმა და შეძენასაერთაშორისო ტრანზაქციებირისკების მართვატოკენომიკა და დიზაინი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹56788¹910

1.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია.

2.კომისიას უფლება აქვს, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა წარმომადგენლები.

3.კომისია შეისწ ავლის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხს და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს: ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ; ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება უიმედო სესხად აღიარებული სასესხო დავალიანების ჩამოწერის შესახებ; გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანებების გარკვეული ოდენობით ან სრულად პატიების შესახებ; დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანებების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ; ე) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ დავალიანების დაფარვის გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ; ვ) ცალკეული სასესხო დავალიანებების მესამე პირისათვის გადაკისრების შესახებ; ზ) ცალკეული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების ოდენობის დაზუსტების შესახებ, ამ სასესხო დავალიანებების საწარმოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით.

4.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) საწარმოს ხელმძღვანელის წერილობით მიმართვას; ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ; გ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელებაზე იმ კრედიტორთა თანხმობას, რომელთა მოთხოვნა კრედიტორთა (სახელმწიფოს გარდა) მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს შეადგენს; დ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის გეგმას; ე) წინადადებებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ; ვ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/ორგანოების მიერ გაცემულ ინფორმაციას ან შედარების აქტს საგადასახადო დავალიანების შესახებ; ზ) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებულ დებიტორებისა და კრედიტორების სიას (თანხების მითითებით); თ) უძრავი ქონების ჩამონათვალს და ამ ქონების ღირებულების შესახებ აუდიტორულ დასკვნას; ი) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებულ გასული და მიმდინარე წლების საბუღალტრო ბალანსებს და ამავე ფორმით დამოწმებულ დოკუმენტს გადახდისუუნარობის მიზეზების აღწერის შესახებ. შენიშვნა: მუნიციპალიტეტს არ ევალება ამ პუნქტის „ბ“–„დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა.

4¹.სასესხო დავალია ნების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წერილობით მიმართვას (განცხადებას), რომელშიც აღწერილი იქნება ის პირობები და მიზეზები, რომელთა გამოც საწარმო ითხოვს სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვას. მიმართვას (განცხადებას) უნდა ერთოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია.

5.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის მე-4 ან 4 1 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით – ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას. კომისია 2 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტები შეიძლება წარედგინოს მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით. საწარმოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

6.კომისიის მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების მესამე პირისთვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში: ა) საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები და ვადები, დავალიანების დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები; ბ) შესაბამის მხარეებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება სასესხო დავალიანების მესამე პირისთვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.

7.კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომისიის შესაბამის ოქმსა და ხელშეკრულების ასლს/ხელშეკრულებების ასლებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.

8.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული თარიღიდან.

8¹.სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის თარიღი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით .

9.კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს. ეს დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებს ან/და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებასა და ჩამოწერაზე, პატიებაზე, მესამე პირისთვის გადაკისრებაზე, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობაზე.“.

10.(ამოღებულია). საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1556 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.194 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3643 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.291 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3599 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.351 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482 საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6965 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია. 2. კომისიას უფლება აქვს, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა წარმომადგენლები. 3. კომისია შეისწ ავლის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხს და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს: ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ; ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება უიმედო სესხად აღიარებული სასესხო დავალიანების ჩამოწერის შესახებ; გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანებების გარკვეული ოდენობით ან სრულად პატიების შესახებ; დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანებების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ; ე) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ დავალიანების დაფარვის გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ; ვ) ცალკეული სასესხო დავალიანებების მესამე პირისათვის გადაკისრების შესახებ; ზ) ცალკეული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების ოდენობის დაზუსტების შესახებ, ამ სასესხო დავალიანებების საწარმოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით. 4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) საწარმოს ხელმძღვანელის წერილობით მიმართვას; ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ; გ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელებაზე იმ კრედიტორთა თანხმობას, რომელთა მოთხოვნა კრედიტორთა (სახელმწიფოს გარდა) მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს შეადგენს; დ)  ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის გეგმას; ე) წინადადებებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ; ვ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/ორგანოების მიერ გაცემულ ინფორმაციას ან შედარების აქტს საგადასახადო დავალიანების შესახებ; ზ) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებულ დებიტორებისა და კრედიტორების სიას (თანხების მითითებით); თ) უძრავი ქონების ჩამონათვალს და ამ ქონების ღირებულების შესახებ აუდიტორულ დასკვნას; ი) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებულ გასული და მიმდინარე წლების საბუღალტრო ბალანსებს და ამავე ფორმით დამოწმებულ დოკუმენტს გადახდისუუნარობის მიზეზების აღწერის შესახებ. შენიშვნა: მუნიციპალიტეტს არ ევალება ამ პუნქტის „ბ“–„დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა. 4 1 . სასესხო დავალია ნების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წერილობით მიმართვას (განცხადებას), რომელშიც აღწერილი იქნება ის პირობები და მიზეზები, რომელთა გამოც საწარმო ითხოვს სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვას. მიმართვას (განცხადებას) უნდა ერთოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის მე-4 ან 4 1 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით – ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას. კომისია 2 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტები შეიძლება წარედგინოს მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით. საწარმოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 6. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების მესამე პირისთვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში: ა) საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები და ვადები, დავალიანების დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები; ბ) შესაბამის მხარეებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება სასესხო დავალიანების მესამე პირისთვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ. 7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომისიის შესაბამის ოქმსა და ხელშეკრულების ასლს/ხელშეკრულებების ასლებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ. 8. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული თარიღიდან. 8 1 . სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის თარიღი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით . 9. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს. ეს დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებს ან/და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებასა და ჩამოწერაზე, პატიებაზე, მესამე პირისთვის გადაკისრებაზე, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობაზე.“. 10. (ამოღებულია). საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1556 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.194 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3643 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.291 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3599 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.351 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482 საქართველოს 2014 წლის  31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6965 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 14 მარ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 მარ. 2024
  2. 28 ივლ. 2020
  3. 11 ნოე. 2014
  4. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  5. 27 დეკ. 2010
  6. 5 აგვ. 2010· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2010
  7. 30 დეკ. 2008

    მე-5 პუნქტით დოკუმენტებს კომისიას ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს და კომისიის ვადა ორი თვეა; მე-7 პუნქტით მთავრობას კომისიის ოქმი და ხელშეკრულების ასლები ეგზავნება; მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებში ტერმინი „საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანება“ გახდა, „ორგანიზაცია“ ამოიღეს, ხოლო მე-9 პუნქტიდან ეკონომიკის სამინისტროსთვის გაგზავნა ამოღებულია.

  8. 27 ნოე. 2006

    მე-2 პუნქტში და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ადგილობრივი ორგანოების აღნიშვნა შემოიფარგლა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოებით. „დ“ ქვეპუნქტში დამატებით განისაზღვრა, რომ თანხმობას 5 პროცენტიანი ზღვრის ფარგლებში გამგებელი გასცემს, ხოლო სხვა შემთხვევაში — საკრებულო.

  9. 11 ივლ. 2005· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2005

    მე-3 მუხლს დაემატა მე-10 პუნქტი, რომელიც კომისიას აკისრებს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ინფორმირების ვალდებულებას დახმარების გეგმის, მისი შეცვლისა და განხორციელებული დახმარების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სესხის დეფოლტის სამართალწარმოება9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გადაზღვევის სამართალი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრედიტის უკანონოდ მიღება (მუხლი 208) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საკომპენსაციო პაკეტები შემცირებისას3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 მარ. 2024 · №18

  • 9 ცვლილება · ბოლო 14 მარ. 2024
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • 2ზოგადი დებულებები
  • 7ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები
  • 8ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადის დამთავრება ან რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 63სესხის მიმღების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებები და პირობები
  • 113¹სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხები
  • 61სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

  • 19წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 37⁹განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განაწილვადება (ეტაპობრივი გადახდა)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 238საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 38დამტკიცებულ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანა

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 18წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების  დაფარვისა  და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 90²სახელმწიფო ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27890²63113¹612381837⁹38193
მნიშვნელობით ახლოსსაგადასახადო დავალიანე…საქართველოს საბიუჯეტო …აფხაზეთის ავტონომიური …დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საგადასახა…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 მარ. 2024 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026