ფინანსური პოლიციის შესახებ

მუხლი 18¹. პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 24 ნოე. 2006

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნა, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) პოლიციის მოსამზადებელ კურსებზე კანდიდატურების შერჩევა; ბ) კანდიდატურის მიერ მოსამზადებელ კურსებზე მისაღები გამოცდების ჩაბარება; გ) პოლიციის მოსამზადებელი კურსების გავლა და სწავლების შედეგების შეფასება, რომელიც გულისხმობს კანდიდატურისთვის სპეციალური სწავლების კურსის გავლას (იგულისხმება პრაქტიკული მეცადინეობის კურსის გავლა პოლიციის დანაყოფებში, ასევე კანდიდატურის ოპერატიული შესწავლა), სწავლების შედეგების შეფასებასა და რეკომენდაციის მიცემას პოლიციაში შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნაზე. კანდიდატურის ოპერატიული შესწავლის მასალები წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას და მისი საჯაროდ გამოცხადება დაუშვებელია, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა; დ) თანამდებობაზე დანიშვნა, ან რეზერვში აყვანა, რომელიც გულისხმობს მოსამზადებელი კურსების წარმატებით გავლის შემდგომ კანდიდატურისათვის შესაფერისი თანამდებობის შერჩევასა და დანიშვნას.

2.პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნა, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

3.ის პირი, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგანოში მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მსახურობს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგანოში (შესაბამის თანამდებობაზე და აკმაყოფილებს მისი პოლიციაში მიღების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს) და მისი სამსახურის გაგრძელება პოლიციის ორგანოებში გამოწვეულია სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება დანიშნულ იქნეს (ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ) პოლიციის იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, არა უმეტეს 6 თვით დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ამ პერიოდის განმავლობაში პირი ვალდებულია ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელთა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დროებით მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნება შტატით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაუბარებლობის ან გაუვლელობის შემთხვევაში, გათავისუფლდება დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან დანიშვნის ბრძანებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე.

4.იმ თანამდებობების ჩამონათვალს, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს იმ სასწავლო დაწესებულებას, სადაც უნდა განხორციელდეს პოლიციაში მისაღები კანდიდატების მოსამზადებელი ან პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო სწავლებები. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 მაი. 2005 – 1 იან. 2007 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 12 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 20 დეკ. 2005

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁶14²⁴14²⁷11⁴3 (მე…373643434631218¹
მნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…პროკურატურის შესახებპენიტენციური კოდექსისამხედრო პოლიციის თანა…დანაშაულის პრევენციის,…