Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზემუხლი 18

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 18. პრეფერენციული შეღავათი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2002

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1345678

1.,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-13 მუხლის თანახმად ტენდერში საქართველოსა და უცხო ქვეყნების პრეტენდენტების მონაწილეობის შემთხვევაში საქართველოს რეზიდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების ღირებულების მიმართ გამოყენება პრეფერენციული შეღავათი 15 პროცენტის ფარგლებში 2. პრეფერენციული შეღავათი გამოყენება მხოლოდ ფასის კრიტერიუმით შეფასებისას და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი აღემატება უცხოელი პრეტენდენტების სატენდერო წინადადების ფასს არა უმეტეს 15 პროცენტით.

3.საქონლის შესყიდვის შემთხვევაში პრეფერენციული შეღავათი ენიჭება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეწარმეებს, თუ მათ მიერ შემოთავაზებული საქონელი წარმოებულია საქართველოს ტერიტორიაზე, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის სერტიფიკატით.

4.იმ შემთხვევაში, როდესაც შეფასებისათვის დაშვებულ სატენდერო წინადადებათა შორის წარმოდგენილია ადგილობრივი და უცხოური პრეტენდენტების სატენდერო წინადადებები, პრეფერენციული შეღავათის გამოყენების საფუძველის არსებობის დადგენის მიზნით სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების დაყოფას შემდეგ ჯგუფებად: ა) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული ან/და ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები; ბ) უცხო სახელმწიფოთა იურიდიული და ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები.

5.დაჯგუფების შემდეგ ,,ბ“ ჯგუფში გაერთიანებული სატენდერო წინადადებებიდან შეირჩევა წინადადება ყველაზე დაბალი ფასით, რომელიც უნდა შედარდეს ,,ა“ ჯგუფში შეტანილ ყოველი სატენდერო წინადადების შესაბამის ფასთან. პრეფერენციული შეღავათი გამოიყენება ,,ა“ ჯგუფის იმ სატენდერო წინადადებების მიმართ, რომელთა ფასი აღემატება ,,ბ“ ჯგუფის მინიმალური ფასის მქონე წინადადების ფასის არა უმეტეს 15 პროცენტით (სხვაობის პროცენტული სიდიდის გაანგარიშების დროს 100 პროცენტად მიჩნეული უნდა იქნეს ,,ა“ ჯგუფის სატენდერო წინადადებების ფასები).

6.იმ სატენდერო წინადადებების ფასებს, რომლების მიმართ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად გამოიყენება პრეფერენციული შეღავათი, უნდა გამოაკლდეს ,,ბ“ ჯგუფის ყველაზე დაბალი ფასის მქონე სატენდერო წინადადების ფასის 15 პროცენტი, ხოლო შემდგომ ყველა წინადადების შეფასება ხდება ამ დებულების მე-20 მუხლით განსაზღვრული წესით.

7.თუ ამ დებულების მე-17 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანაბარ შეფასებას მიიღებენ ,,ა“ და ,,ბ“ ჯგუფების პრეტენდენტები, უპირატესობა ენიჭება ,,ა“ ჯგუფის პრეტენდენტს (პრეფერენციული შეღავათის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში).

8.იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში გამარჯვებულად მიჩნეული იქნება ,,ა“ ჯგუფის პრეტენდენტი, რომლის მიმართაც იყო გამოყენებული პრეფერენციული შეღავათი, მასთან დადებულ ხელშეკრულებაში უნდა დაფიქსირდეს მის სატენდერო წინადადებაში მითითებული ფასი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 თებ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 მაი. 2002 · №4

  • 1 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

სახელმწიფო შესყიდვ… 13მუხლი 13მუხლი 17მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 15პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების წარდგენისა და გახსნის წესი
  • 13ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ
  • 8განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 16¹გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
  • 19¹საფასურის განაკვეთი
  • 10³სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 15სატენდერო შეთავაზება
  • 15¹სავალდებულო სატენდერო შეთავაზება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 36საქონლის წარმოშობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 159⁶სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

  • 1საქართველოს მოქალაქე თა მონაწილეობა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 54შესყიდვის პირობების გაცნობისა და განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1515¹159⁶1316¹19¹10³1317201581365418
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…ეკონომიკური თავისუფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 მაი. 2002 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026