კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – მიწის ყველა ნაკვეთი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით არ გამოიყენება; ბ) განკარგვა – ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა; გ) იჯარა – ამ კანონში ტერმინში „იჯარა” იგულისხმება აღნაგობის უფლებაც; დ) მიწათსარგებლობის უფლება – მოიცავს იჯარის, აღნაგობის, ქირავნობის ან უზუფრუქტის უფლებებს; ე) მიწის სამართლებრივი რეჟიმი – მიწით სარგებლობის, ყიდვა-გაყიდვის, კონსერვაციის, რეგისტრაციის, კადასტრის, ზედამხედველობისა და ქალაქთმშენებლობის (რაიონული დაგეგმარების სქემები და პროექტები, ქალაქებისა და სხვა დასახლებათა გენერალური სქემები და გეგმები) მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, რომლებიც შეეხება ქალაქების დაგეგმარებას, ზონებად დაყოფას, დაცული ტერიტორიების, წყლის ობიექტების, გარემოსა და მინერალური რესურსების დაცვას. მიწის სამართლებრივ რეჟიმს, აგრეთვე განეკუთვნება ნებისმიერი კერძო სამართლებრივი შეთანხმება, რომელიც ეხება მიწით სარგებლობას, ფლობას ან განკარგვას; ვ) მოიჯარე – ამ კანონში ტერმინში „მოიჯარე” იგულისხმება აღნაგობის უფლების მქონეც; ზ) სახელმწიფო მიწა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; თ) შეზღუდვა – მიწათმოსარგებლისათვის მიწის ფლობის, განკარგვის ან სარგებლობის,' სერვიტუტების ჩათვლით, უფლების შეზღუდვა ან შეკვეცა; ი) შენობა-ნაგებობა – ნებისმიერი შენობა, კონსტრუქცია ან ნაგებობა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად განსაზღვრულია როგორც უძრავი ნივთი. საქართველოს 1999 წლის 2 2 ივლისის კანონი №22 94 – სსმI, № 40 (4 7 ), 11 .0 8 .1999წ., მუხ.1 98
მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2
- კრებულისაკასაციო არსებითი (T2)
შეიძლება თუ არა მოიჯარემ მოითხოვოს საიჯარო მიწის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის აუცილებელი ნაგებობის მოწყობის ხარჯების ანაზღაურება?
მოიჯარე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან ითხოვდა იჯარით აღებულ მიწაზე საკუთარი ხარჯებით აღმართული ნაგებობის ღირებულების ნაწილის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღნაგობის სანივთო უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა, თუმცა იჯარის ურთიერთობიდან გამომდინარე, მოიჯარეს შეეძლო ნივთის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება მოეთხოვა. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ხოლო მოპასუხეს ნაგებობის საკუთარი ხარჯებით აღმართვის ფაქტი და ღირებულება შესაგებელში სადავოდ არ გაუხდია. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
- დაუშვებლობა (T5)
რა მნიშვნელობა აქვს აღნაგობის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნებს იჯარისა და აღნაგობის გამიჯვნისას?
მოსარჩელე მოითხოვდა იჯარის ორი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას და ხელშეკრულებებისა და მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის აღდგენას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ იგი დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა ურთიერთობა იჯარას ეფუძნებოდა და ხელშეკრულებები მათი შეწყვეტის სახელშეკრულებო პირობების დარღვევით შეწყდა. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 11 აგვ. 1999 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

სულხან კაპანაძე
სასამართლო წარმომადგენლობა
კონსულტაცია: ₾100

ნუგზარ მოსიძე
ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი
არქიტექტორი , ურბანისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

