განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 10. საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტის შედეგები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მოქცეული თითოეული წლის დასრულებიდან  3 თვის განმავლობაში სამინისტრომ იმავე მუხლის შესაბამისად უნდა მოამზადოს წერილობითი შეტყობინება. ამ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისი დანადგარის მიერ მთელი წლის განმავლობაში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის შესახებ, რომელიც ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად  მომზადებული შეტყობინების საგანი იყო; ბ) მთელი წლის განმავლობაში იმ დანადგარის მიერ განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ, რომელიც უნდა აისახოს საქართველოს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მიმართ, ამ კანონის მე-9 მუხლის თანახმად მომზადებული და გაგზავნილი შეტყობინების პირობების შესაბამისად; გ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მტკიცებულების შესახებ.

2.საქართველოს მთავრობამ შეტყობინების მიზნით წერილი უნდა გაუგზავნოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და იმ მესამე ქვეყანას, რომელმაც შეითანხმა ერთობლივი პროექტი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3.სამიზნე მაჩვენებლების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის, რომელიც ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს შეეხება, განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა, რომლის შესახებ შეტყობინებაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მომზადდა და გაიგზავნა, უნდა დაემატოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას, რაც გაითვალისწინება საქართველოს შესაბამისობის შეფასების დროს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20129536987138134102282510
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…ეროვნული მარეგულირებელ…ენერგოეფექტურობის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა