საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 41¹. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ პასპორტში/სამგზავრო პასპორტში/სამგზავრო დოკუმენტში შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით, რაც გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორწევრიანი ან მრავალწევრიანი (კომპონენტიანი) სახელის/გვარის შემთხვევაში, დასაშვებია სახელის/გვარის ყველა წევრის (კომპონენტის) შემოკლება.

2.პასპორტში/სამგზავრო პასპორტში/სამგზავრო დოკუმენტში ორი ან მრავალწევრიანი სახელის/გვარის შემთხვევაში შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ სახელის/გვარის ყველა წევრის (კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც აღინიშნოს. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

3.შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ სახელში/გვარში რომელი წევრი (კომპონენტი) შემოკლდეს და რამდენად შემოკლდეს.

4.პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას დასაშვებია სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერის შემოკლება.

5.გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული თავისებურებებისა, პასპორტში/სამგზავრო პასპორტში/სამგზავრო დოკუმენტში სხვა რეკვიზიტები მიეთითება/ივსება ამ წესის 31-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1114 - ვებგვერდი, 02.10.2025 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20⁵20³20¹6741641631655454631641¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქის …საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა