„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 39. აქტივების მმართველი კომპანიების და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებები
1. აქტივების მმართველი კომპანიების და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. აქტივების მმართველი კომპანიების და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნიან საკომპენსაციო და სხვა ფონდებს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.174 თავი IX გარდამავალი დებულებანი
