საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 19. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება საინვესტიციო ფონდის მართვა ამ კანონის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების ან რეგისტრაციის გარეშე.

2.პირს ეკრძალება საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვა ამ კანონის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი აკრძალვები არ ვრცელდება ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანიის ან უცხოური საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრზე მმართველი ორგანოს წევრის საქმიანობის ფარგლებში.

4.არავის აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინები „აქტივების მმართველი კომპანია“ და „აქტივების მმართველი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინების გამოყენებით საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად გაცემული შესაბამისი ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე.

5.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს წესი, რომლითაც განისაზღვრება აქტივების მმართველი კომპანიების მიერ საქმიანობის განხორციელების დამატებითი წესები და პირობები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება საინვესტიციო ფონდის მართვა ამ კანონის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების ან რეგისტრაციის გარეშე. 2. პირს ეკრძალება საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვა ამ კანონის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი აკრძალვები არ ვრცელდება ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანიის ან უცხოური საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრზე მმართველი ორგანოს წევრის საქმიანობის ფარგლებში. 4. არავის აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინები „აქტივების მმართველი კომპანია“ და „აქტივების მმართველი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინების გამოყენებით საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად გაცემული შესაბამისი ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე. 5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს წესი, რომლითაც განისაზღვრება აქტივების მმართველი კომპანიების მიერ საქმიანობის განხორციელების დამატებითი წესები და პირობები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52⁴23¹28¹285292522371425619
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს საგადასახა…ფაქტორინგის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა