აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ლიცენზიის მაძიებელმა საზედამხედველო ორგანოს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად; ბ) ლიცენზიის მაძიებლის სადამფუძნებლო შეთანხმება მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით; გ) ლიცენზიის მაძიებლის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ შესაფერისობას აქტივების მმართველი კომპანიის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვის საჭიროების გათვალისწინებით; დ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას; ე) საქმიანობის პროგრამა, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ლიცენზიის მაძიებელი ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას; ვ) ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებთან დადებული დელეგირების შესახებ შეთანხმებების (მათი არსებობის შემთხვევაში) თაობაზე ინფორმაცია; ზ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელ კომპანიას აქვს საკუთარი კაპიტალი სულ მცირე 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულზე მეტი საკუთარი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრის წესი, მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) აქტივების საერთო მოცულობის პროპორციულად; თ) ლიცენზიის მაძიებლის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ან ნახევარი წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ლიცენზიის შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საზედამხედველო ორგანოს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს; ი) ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელს რეგისტრაციისა და მართვის ადგილი აქვს საქართველოში. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
მუხლი 20. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების პირობები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2022-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი
კერძო აღმასრულებელი
კონსულტაცია: ₾100

