Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 33

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 33. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:სტრუქტურირებული პროდუქტებიპერსონალური ინვესტიციაDAO-ს ფორმირება და გაშვებაპერსონალური ბრენდინგი და ბაზარზე შესვლა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ავტორიზებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან უზრუნველყონ სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნა ამ კანონის შესაბამისად.

2.სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა დაინიშნოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. ეს ხელშეკრულება აგრეთვე უნდა არეგულირებდეს იმ ინფორმაციის მიწოდების საკითხებს, რომელიც აუცილებელია სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების ამ კანონის შესაბამისად შესასრულებლად.

3.ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული სხვა იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს, განახორციელოს ფინანსური ინსტრუმენტების შენახვის მომსახურება. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის დამატებით მოთხოვნებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო. ეს დამატებითი მოთხოვნები შეიძლება შეეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთარ კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომლის რეგულირებას ამ კანონის აღსასრულებლად საჭიროდ მიიჩნევს საზედამხედველო ორგანო.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირების გარდა, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი.

5.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ის მინიმალური ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს აქტივების მმართველ კომპანიას/საინვესტიციო კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის დადებულ ხელშეკრულებაში.

წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 34

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტო ფაუნდერის პერსონალური ბრენდის სტრატეგიასერვისის გვერდი
  • პერსონალიზებული ინვესტიციური სტრატეგიის შემუშავებასერვისის გვერდი
  • სტრუქტურირებული პროდუქტების დიზაინისერვისის გვერდი
  • DAO-ს ტრეჟერის და მრავალსიგნატურიანი საფულის დაყენებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 34სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები და პასუხისმგებლობა
  • 70ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის აუდიტორის ვალდებულებები
  • 37სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საინვესტიციო ფონდის აქტივების შენახვა და აღრიცხვა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 26სპეციალიზებული დეპოზიტარი
  • 14ნდობითი ვალდებულების მქონე პირი

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 24სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი იურიდიული პირები
  • 25სპეციალიზებული დეპოზიტარების ფუნქციები და მოვალეობები
  • 29სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ფუნქციების მესამე პირისთვის გადაცემა

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 13სპეციალიზებული დეპოზიტარი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ
  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1352⁴8626143834703724252933
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…არასახელმწიფო საპენსიო…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026