Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 27

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 27. ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:დეცენტრალიზებული ფინანსებიინსტიტუციური ინვესტიციააქტივების მართვაფასიანი ქაღალდების რეგულაციაIP სტრატეგიაინსტიტუციური კასტოდიური გადაწყვეტილებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია: ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, პროფესიონალურად და მხოლოდ საინვესტიციო ფონდისა და მისი ინვესტორების საუკეთესო ინტერესებისთვის; ბ) შეიმუშაოს რისკების მართვის პოლიტიკა და პროცედურები და მუდმივად ახორციელებდეს მათ; გ) შეიმუშაოს შიდა კონტროლის მექანიზმები საინვესტიციო ფონდის აქტივების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად ინვესტირების უზრუნველსაყოფად; დ) რისკების მართვის ფუნქცია როგორც ფუნქციურად, ისე იერარქიულად განაცალკეოს საოპერაციო ფუნქციისგან, მათ შორის, პორტფელის მართვისგან; ე) ჰქონდეს საქმიანობის უწყვეტობის გეგმა; ვ) მიიღოს ყველა გონივრული ზომა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მისი თავიდან აცილების შეუძლებლობისას გამოავლინოს, მართოს, გააკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში გაამჟღავნოს იგი საინვესტიციო ფონდსა და მის ერთეულის მფლობელებზე ინტერესთა კონფლიქტის უარყოფითი ზეგავლენის პრევენციის მიზნით; ზ) საინვესტიციო ფონდის ყველა ინვესტორს მოეპყროს სამართლიანად; თ) შეიმუშაოს საინვესტიციო ფონდის აქტივებისა და ვალდებულებების სათანადო და სწორი შეფასების უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურები; ი) ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია იმ აქტივების შესახებ, რომელთა შესყიდვასაც განიზრახავს ან რომლებიც შეისყიდა საინვესტიციო ფონდის სახელით; კ) საინვესტიციო გადაწყვეტილებების საინვესტიციო ფონდის მიზნებთან, საინვესტიციო სტრატეგიასა და რისკის ლიმიტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსაზღვროს შესაბამისი პოლიტიკა და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები; ლ) დაიცვას საინვესტიციო ფონდის ინტერესები მესამე პირების, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წინაშე და საინვესტიციო ფონდის სახელით აღძრას სარჩელი მესამე პირის წინააღმდეგ, თუ ამ ვალდებულების შეუსრულებლობით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საინვესტიციო ფონდს ან მის ინვესტორებს; მ) უზრუნველყოს ერთეულის მფლობელების რეგისტრაცია და ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოება ამ კანონისა და საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი წესების გათვალისწინებით; ნ) საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმატით და დადგენილ ვადაში საზედამხედველო ორგანოსა და ინვესტორებს პერიოდულად წარუდგინოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობის შესახებ ანგარიშები, აგრეთვე საზედამხედველო ორგანოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისთვის წარუდგინოს შესაბამისი ანგარიშგება; ო) ჰქონდეს სათანადო ელექტრონული სისტემები პორტფელთან დაკავშირებული თითოეული ტრანზაქციის, შესყიდვებისა და გამოსყიდვების დროული და სათანადო აღრიცხვისთვის; პ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს დაუყოვნებლივ შეატყობინოს საინვესტიციო ფონდის მართვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ; ჟ) შეიმუშაოს შესაბამისი პროცედურები საინვესტიციო ფონდის ინვესტორების საჩივრებზე დროული და სწორი რეაგირების უზრუნველსაყოფად.

2.თუ აქტივების მმართველი კომპანია არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას და საინვესტიციო ფონდის სახელით არ აღძრავს სარჩელს ნებისმიერი მესამე პირის წინააღმდეგ, ერთეულის მფლობელი უფლებამოსილია მის ნაცვლად და საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის სასარგებლოდ თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. ერთეულის მფლობელი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ აქტივების მმართველი კომპანია შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ. თუ აქტივების მმართველი კომპანია აღნიშნულ ვადაში წერილობით უპასუხებს ერთეულის მფლობელის მოთხოვნას, ეს უკანასკნელი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ აქტივების მმართველი კომპანია ვერ დაადასტურებს, რომ დავა საჭიროებს სადავო საკითხთან მიმართებით არაპროპორციულად დიდ ხარჯებს ან დავამ შესაძლებელია სხვაგვარად დააზიანოს საინვესტიციო ფონდის ინტერესები. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ერთეულის მფლობელის სარჩელს, აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ერთეულის მფლობელს აუნაზღაუროს სარჩელთან დაკავშირებული, კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები, ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. აქტივების მმართველი კომპანია თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საინვესტიციო ფონდისთვის საზიანო აღმოჩნდა. თუ ერთეულის მფლობელი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ან მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ერთეულის მფლობელს ეკისრება საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული პროცესუალური ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, შესაბამისი თავისებურებებისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ავტორიზებულ და რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანიებზე, რომლებსაც დანიშნული არ ჰყავთ აქტივების მმართველი კომპანია.

4.თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის პირველი პუნქტი (გარდა იმავე პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“ და „ლ“−„ნ“ ქვეპუნქტებისა) არ ვრცელდება რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების მართვაზე. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია: ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, პროფესიონალურად და მხოლოდ საინვესტიციო ფონდისა და მისი ინვესტორების საუკეთესო ინტერესებისთვის; ბ) შეიმუშაოს რისკების მართვის პოლიტიკა და პროცედურები და მუდმივად ახორციელებდეს მათ; გ) შეიმუშაოს შიდა კონტროლის მექანიზმები საინვესტიციო ფონდის აქტივების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად ინვესტირების უზრუნველსაყოფად; დ) რისკების მართვის ფუნქცია როგორც ფუნქციურად, ისე იერარქიულად განაცალკეოს საოპერაციო ფუნქციისგან, მათ შორის, პორტფელის მართვისგან; ე) ჰქონდეს საქმიანობის უწყვეტობის გეგმა; ვ) მიიღოს ყველა გონივრული ზომა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მისი თავიდან აცილების შეუძლებლობისას გამოავლინოს, მართოს, გააკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში გაამჟღავნოს იგი საინვესტიციო ფონდსა და მის ერთეულის მფლობელებზე ინტერესთა კონფლიქტის უარყოფითი ზეგავლენის პრევენციის მიზნით; ზ) საინვესტიციო ფონდის ყველა ინვესტორს მოეპყროს სამართლიანად; თ) შეიმუშაოს საინვესტიციო ფონდის აქტივებისა და ვალდებულებების სათანადო და სწორი შეფასების უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურები; ი) ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია იმ აქტივების შესახებ, რომელთა შესყიდვასაც განიზრახავს ან რომლებიც შეისყიდა საინვესტიციო ფონდის სახელით; კ) საინვესტიციო გადაწყვეტილებების საინვესტიციო ფონდის მიზნებთან, საინვესტიციო სტრატეგიასა და რისკის ლიმიტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსაზღვროს შესაბამისი პოლიტიკა და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები; ლ) დაიცვას საინვესტიციო ფონდის ინტერესები მესამე პირების, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წინაშე და საინვესტიციო ფონდის სახელით აღძრას სარჩელი მესამე პირის წინააღმდეგ, თუ ამ ვალდებულების შეუსრულებლობით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საინვესტიციო ფონდს ან მის ინვესტორებს; მ) უზრუნველყოს ერთეულის მფლობელების რეგისტრაცია და ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოება ამ კანონისა და საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი წესების გათვალისწინებით; ნ) საზედამხედველო ორგანოსა და ინვესტორებს პერიოდულად წარუდგინოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობის შესახებ ანგარიშები, საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმატითა და დადგენილ ვადაში; [ ნ) საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმატით და დადგენილ ვადაში საზედამხედველო ორგანოსა და ინვესტორებს პერიოდულად წარუდგინოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობის შესახებ ანგარიშები, აგრეთვე საზედამხედველო ორგანოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისთვის წარუდგინოს შესაბამისი ანგარიშგება; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] ო) ჰქონდეს სათანადო ელექტრონული სისტემები პორტფელთან დაკავშირებული თითოეული ტრანზაქციის, შესყიდვებისა და გამოსყიდვების დროული და სათანადო აღრიცხვისთვის; პ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს დაუყოვნებლივ შეატყობინოს საინვესტიციო ფონდის მართვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ; ჟ) შეიმუშაოს შესაბამისი პროცედურები საინვესტიციო ფონდის ინვესტორების საჩივრებზე დროული და სწორი რეაგირების უზრუნველსაყოფად. 2. თუ აქტივების მმართველი კომპანია არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას და საინვესტიციო ფონდის სახელით არ აღძრავს სარჩელს ნებისმიერი მესამე პირის წინააღმდეგ, ერთეულის მფლობელი უფლებამოსილია მის ნაცვლად და საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის სასარგებლოდ თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. ერთეულის მფლობელი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ აქტივების მმართველი კომპანია შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ. თუ აქტივების მმართველი კომპანია აღნიშნულ ვადაში წერილობით უპასუხებს ერთეულის მფლობელის მოთხოვნას, ეს უკანასკნელი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ აქტივების მმართველი კომპანია ვერ დაადასტურებს, რომ დავა საჭიროებს სადავო საკითხთან მიმართებით არაპროპორციულად დიდ ხარჯებს ან დავამ შესაძლებელია სხვაგვარად დააზიანოს საინვესტიციო ფონდის ინტერესები. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ერთეულის მფლობელის სარჩელს, აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ერთეულის მფლობელს აუნაზღაუროს სარჩელთან დაკავშირებული, კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები, ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. აქტივების მმართველი კომპანია თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საინვესტიციო ფონდისთვის საზიანო აღმოჩნდა. თუ ერთეულის მფლობელი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ან მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ერთეულის მფლობელს ეკისრება საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული პროცესუალური ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, შესაბამისი თავისებურებებისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ავტორიზებულ და რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანიებზე, რომლებსაც დანიშნული არ ჰყავთ აქტივების მმართველი კომპანია. 4. თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის პირველი პუნქტი (გარდა იმავე პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“ და „ლ“−„ნ“ ქვეპუნქტებისა) არ ვრცელდება რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების მართვაზე. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2024· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2023
წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • DeFi რისკების შეფასება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინვესტიციების მართვის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტელექტუალური საკუთრების პორტფელის მართვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საინვესტიციო ფონდის ადმინისტრირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-12-07
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 25აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა
  • 28ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის ანაზღაურების პოლიტიკა და პრაქტიკა
  • 71ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების აქტივებისა და ერთეულების შეფასების მოთხოვნები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ
  • 9აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციები
  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 28¹აქტივების მმართველი კომპანია

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 37აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის, როგორც აქტივების მმართველის, საქმიანობა
  • 23დამოუკიდებელი სპეციალიზებული დეპოზიტარის მოთხოვნა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 12აქტივების მმართველი კომპანია

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1252⁴23¹89628¹252871372327
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს ეროვნული ბ…არასახელმწიფო საპენსიო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026