Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 22

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 22. საპენსიო სქემის რეგისტრაცია

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023
თემები:თანამშრომლის შეღავათებიაღმასრულებელი მენეჯმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველსა და საპენსიო კომპანიას უფლება აქვთ, დააფუძნონ ერთზე მეტი საპენსიო სქემა. თითოეული საპენსიო სქემა უნდა დარეგისტრირდეს სამსახურში.

2.აქტივების მმართველმა კომპანიამ და მზღვეველმა ინდივიდუალური საპენსიო სქემის რეგისტრაციისთვის სამსახურს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) აქტივების მმართველი კომპანიის ან მზღვეველის საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია; ბ) საპენსიო სქემის წესები; გ) აქტივების მმართველ კომპანიასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული ხელშეკრულებები; დ) ინდივიდუალური საპენსიო სქემის მონაწილეებთან გასაფორმებელი სტანდარტული ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების ნიმუშები; ე) საპენსიო სქემის სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.აქტივების მმართველმა კომპანიამ, მზღვეველმა და საპენსიო კომპანიამ ჯგუფური საპენსიო სქემის რეგისტრაციისთვის სამსახურს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) ჯგუფის აღწერა, რომლის უზრუნველსაყოფადაც რეგისტრირდება საპენსიო სქემა; ბ) საპენსიო კომპანიის მიერ ჯგუფური საპენსიო სქემის რეგისტრაციის შემთხვევაში − მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია; გ) აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის შესაბამისი ლიცენზია; დ) ჯგუფური საპენსიო სქემის განმახორციელებელ საპენსიო კომპანიასთან, შესაბამის აქტივების მმართველსა და მზღვეველთან მჭიდრო კავშირში მყოფი ყველა პირის სია და მათი კავშირების ხასიათი; ე) საპენსიო სქემის წესები, მათ შორის, ისეთი ჯგუფური საპენსიო სქემის შემთხვევაში, რომლის ფარგლებშიც დამსაქმებელი ახორციელებს საპენსიო შენატანებს, დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანების გადახდის მარეგულირებელი წესები (მათ შორის, საპენსიო შენატანების ფორმა ხელფასის პროცენტის თუ ნომინალური თანხის სახით, გადახდის პერიოდულობა, საპენსიო აქტივებზე უპირობო უფლებების მინიჭების წესები, პირად საპენსიო ანგარიშებთან, მონაწილეების/ბენეფიციარების განცხადებებსა და პენსიების გადახდასთან დაკავშირებული წესები და სხვა); ვ) ერთობლივი ხელშეკრულებები, საჭიროების შემთხვევაში; ზ) აქტივების მმართველ კომპანიასთან, მზღვეველსა და სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული ხელშეკრულებები; თ) ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილეებთან გასაფორმებელი სტანდარტული ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების ნიმუშები; ი) საპენსიო სქემის სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.სამსახური ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში სამსახური განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს.

5.სამსახურს უფლება აქვს, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარდგენა. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების ათვლის წესი.

6.სამსახურს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში გამოიკვლიოს რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. თავი V სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურება საპენსიო სქემებისთვის

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კაპიტალის წამახალისებელი გეგმები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბონუსე და სამოტივაციო სისტემების შემუშავება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-07-19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 6პირადი საპენსიო ანგარიში
  • 45საპენსიო აქტივების გადატანა
  • 43საპენსიო განაცხადი

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 29აღრიცხვა-ანგარიშგება
  • 21სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები
  • 23საპენსიო სქემის წესები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 14საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის პირობები
  • 21აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაციის პირობები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 32პენსიის დანიშვნა და გაცემა საპენსიო ასაკში
  • 28¹აქტივების მმართველი კომპანია
  • 25საპენსიო ფონდში არსებული ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29212383228¹251421186454322
მითითებამნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…არასახელმწიფო საპენსიო…საინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023