საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 11. შეტყობინება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ეროვნული ბანკი შეიმუშავებს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ელექტრონული დოკუმენტის ან/და მატერიალური დოკუმენტის სახით აწვდის იმ სისტემებისა და მათი მონაწილეების ჩამონათვალს, რომლებზედაც ვრცელდება ამ თავის მოქმედება.

2.საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსგან იღებს ინფორმაციას სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე.

3.საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი უცხოური ორგანოსგან უცხოური სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას ადგილობრივი სისტემების ოპერატორებს.

4.სისტემის მონაწილე ვალდებულია ოპერატორს, ხოლო ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

5.საქართველოს ეროვნული ბანკი დაუყოვნებლივ ატყობინებს ადგილობრივი სისტემების ოპერატორებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად  მიღებული  ინფორმაციის  საფუძველზე  ან  მის მიერ  სისტემის მონაწილის, ოპერატორის  ან  ანგარიშსწორების  აგენტის  მიმართ ლიკვიდაციის,    დროებითი ადმინისტრაციის ან რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5665 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 31 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32439¹667659484521265311
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…ნებაყოფლობითი კერძო პე…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ეროვნული ბ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…იპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა