ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამედიცინო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან და შეესაბამება ქვეყანაში აღიარებულ სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს;
ბ) სამედიცინო ხარისხის აუდიტი – სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასება, ანუ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეესაბამება გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი დადგენილ ნორმატივს;
გ) სამედიცინო ან ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი მინიმალური მოთხოვნები (შენობის დახასიათება – ნახაზი, კადრები, აპარატურა, სამუშაოს მოცულობა), რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება კონკრეტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად
;
დ) ფარმაცევტული საქმიანობა – სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში დაკავებული იურიდიული პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობა.
საქართველოს
200
5 წლის
3
ივნისის კანონი
№
1582
-
I
ს
-
სსმ
I, №
31
,
27
.
06
.200
5
წ
.,
მუხ
.
195
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:ა) სამედიცინო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან და შეესაბამება ქვეყანაში აღიარებულ სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს;ბ) სამედიცინო ხარისხის აუდიტი – სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასება, ანუ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეესაბამება გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი დადგენილ ნორმატივს;გ) სამედიცინო ან ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი მინიმალური მოთხოვნები (შენობის დახასიათება – ნახაზი, კადრები, აპარატურა, სამუშაოს მოცულობა), რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება კონკრეტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად;დ) ფარმაცევტული საქმიანობა – სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში დაკავებული იურიდიული პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობა.საქართველოს2005 წლის3ივნისის კანონი№1582-Iს-სსმI, №31,27.06.2005წ.,მუხ.195
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2005-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 8 აგვ. 2003ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსსაზოგადოებრივი ჯანმრთე…საექიმო საქმიანობის შე…სამედიცინო-სოციალური ე…ჯანმრთელობის დაცვის შე…პაციენტის უფლებების შე…კერძო დაცვითი საქმიანო…