სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 5. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა იქმნება ელექტრონული დოკუმენტის სახით. ასევე შესაძლებელია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიქმნას და გაიცეს მატერიალური ფორმით, როდესაც ფორსმაჟორული გარემოების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო შეუძლებელია მისი კანონით დადგენილი წესით ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნა. ფორსმაჟორული გარემოებები განისაზღვრება საქართველოს  იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნულ შემთხვევაში სავალდებულოა, მატერიალური ფორმით შექმნილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ელექტრონული დოკუმენტის სახით შეიქმნას ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორსმაჟორული გარემოების აღმოფხვრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, მატერიალური ასლის სახით, რომელსაც აქვს ელექტრონული მოწმობის თანაბარი იურიდიული ძალა.

2.სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ფორმები, რეკვიზიტები და ბლანკების ნიმუშები მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის წესები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4323 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა იქმნება ელექტრონული დოკუმენტის სახით. ასევე შესაძლებელია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიქმნას და გაიცეს მატერიალური ფორმით, როდესაც ფორსმაჟორული გარემოების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო შეუძლებელია მისი კანონით დადგენილი წესით ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნა. ფორსმაჟორული გარემოებები განისაზღვრება საქართველოს  იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნულ შემთხვევაში სავალდებულოა, მატერიალური ფორმით შექმნილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ელექტრონული დოკუმენტის სახით შეიქმნას ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორსმაჟორული გარემოების აღმოფხვრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, მატერიალური ასლის სახით, რომელსაც აქვს ელექტრონული მოწმობის თანაბარი იურიდიული ძალა. 2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ფორმები, რეკვიზიტები და ბლანკების ნიმუშები მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის წესები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4323 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 1 ივნ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 13 აპრ. 2021

    მე-5 მუხლი დაიყო ორ პუნქტად: ახალი პირველი პუნქტი ჩანაწერისა და მოწმობის ძირითად ფორმად ელექტრონულ დოკუმენტს ადგენს, მატერიალურ ფორმას კი გამონაკლისად და 5-დღიანი ელექტრონული შექმნის ვალდებულებით; მე-2 პუნქტი ფორმებისა და წესების შესახებ წინა ტექსტს ინარჩუნებს.

  2. · გამოქვეყნდა 23 მარ. 2012

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
74³111059116874¹1375
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს კანონი ოჯა…სახელმწიფო სერვისების …უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა