მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 24. GMDSS-ის რადიოოპერატორის სერტიფიკატი

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ამავე მუხლის დებულებები ვრცელდება რადიოოპერატორებზე, რომლებიც ფუნქციონირებენ GMDSS-ის სისტემით აღჭურვილ გემებზე, SOLAS-ის კონვენციის თანახმად.

2.პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს (ასრულებს) რადიოკავშირგაბმულობის ფუნქციები (ფუნქციებს) GMDSS-ის სისტემით აღჭურვილ გემზე, ან რომელსაც სურს კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება, ვალდებულია მიიღოს GMDSS-ის რადიოოპერატორის სერტიფიკატი, რომელიც გაცემული ან აღიარებულია სააგენტოს მიერ რადიოწესების შესაბამისად.

3.SOLAS-ის კონვენციის თანახმად, პირს უფლება აქვს, მიიღოს რადიოსამონტაჟო სამუშაოების კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს შესაბამისი განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-IV/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

4.რადიოოპერატორს არ ესაჭიროება კონვენციის IV თავთან შესაბამისობა იმ გემზე, რომელსაც, SOLAS-ის კონვენციის IV თავის მიხედვით, არ მოეთხოვება GMDSS-ის დებულებებთან შესაბამისობა. მიუხედავად ამისა, ასეთი გემის რადიოოპერატორს მოეთხოვება რადიოწესებთან შესაბამისობა. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ რადიოოპერატორზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და სერტიფიკატის აღიარება. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 17 ნოე. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44³4044¹⁷913273722155146724
მნიშვნელობით ახლოსმეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა განათლებისა…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა