1.კომისია უფლებამოსილია, ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილი ქონებრივი განცალკევებიდან გამონაკლისის სახით, ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად განახორციელოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორისავტორიზაცია.
2.დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი აკმაყოფილებს ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი ფლობს საჭირო ფინანსურ, ტექნიკურ, ფიზიკურ და ადამიანურ რესურსებს, რათა შეასრულოს ამ კანონის 51-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული ფუნქციები და ვალდებულებები;
გ) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი იღებს ვალდებულებას, შეასრულოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა ამ კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად;
დ) გადამცემი სისტემის მესაკუთრე განაცხადებს, რომ აქვს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების სათანადო შესაძლებლობა, რის დასტურადაც წარმოადგენს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატსა და სხვა შესაბამის საწარმოებთან (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში) წინასწარ შეთანხმებულ, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებს;
ე) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატს აქვს სათანადო შესაძლებლობა, შეასრულოს გადამცემ სისტემასთან დაშვებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს, სხვა საკითხებთან ერთად, გადამცემი სისტემის ოპერატორებთან თანამშრომლობას ევროპულ და რეგიონულ დონეებზე.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომისია უფლებამოსილია, ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილი ქონებრივი განცალკევებიდან გამონაკლისის სახით, ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად განახორციელოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია.2. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:ა) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი აკმაყოფილებს ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;ბ) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი ფლობს საჭირო ფინანსურ, ტექნიკურ, ფიზიკურ და ადამიანურ რესურსებს, რათა შეასრულოს ამ კანონის 51-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული ფუნქციები და ვალდებულებები;გ) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი იღებს ვალდებულებას, შეასრულოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა ამ კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად;დ) გადამცემი სისტემის მესაკუთრე განაცხადებს, რომ აქვს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების სათანადო შესაძლებლობა, რის დასტურადაც წარმოადგენს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატსა და სხვა შესაბამის საწარმოებთან (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში) წინასწარ შეთანხმებულ, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებს;ე) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატს აქვს სათანადო შესაძლებლობა, შეასრულოს გადამცემ სისტემასთან დაშვებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს, სხვა საკითხებთან ერთად, გადამცემი სისტემის ოპერატორებთან თანამშრომლობას ევროპულ და რეგიონულ დონეებზე.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.