Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 13

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 13. სერტიფიკატის განახლება

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025
თემები:საავიაციო ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹56789

1.კაპიტანი, ოფიცერი, რადიოოპერატორი, რომელსაც აქვს კონვენციის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული ან აღიარებული სერტიფიკატი (გარდა STCW-ის კოდექსის V/3 რეგლამენტით ან VI თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და რომელიც მსახურობს ან აპირებს იმსახუროს გემზე, ვალდებულია ეს სერტიფიკატი 5 წელიწადში ერთხელ განაახლოს. აღნიშნული პირის სერტიფიკატი განახლდება, თუ: ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) პირს აქვს განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა, რაც გულისხმობს, რომ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ბ.ა) აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში ჯამში არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებით ან სერტიფიკატის განახლებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტი 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებით; ბ.ბ) შესრულებული აქვს ამ პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟისთვის სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების ეკვივალენტური ფუნქციები; ბ.გ) ჩაბარებული აქვს სათანადო გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ.დ) წარმატებით აქვს გავლილი სააგენტოს მიერ აღიარებული საწვრთნელი კურსი; ბ.ე) ჯამში არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესრულებული აქვს სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შემსრულებელ პირზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი რანგის ოფიცრის ფუნქციები და სერტიფიკატი ძალაშია იმ რანგის მიღებამდე, რომლისთვისაც იგი გადის წვრთნას.

2.გემზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანმა, ოფიცერმა ან რადიოოპერატორმა წარმატებით უნდა გაიაროს საერთაშორისოდ აღიარებული სათანადო წვრთნა.

3.ტანკერზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანი, უფროსი მექანიკოსი და ოფიცერთა შემადგენლობაში შემავალი სხვა პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ამასთანავე, მათ მოეთხოვებათ, არაუმეტეს 5-წლიანი ინტერვალით, სათანადო ტიპის ტანკერისათვის შენარჩუნებული ჰქონდეთ განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა, რომელიც დგინდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

4.კაპიტნის, ოფიცრისა და რადიოოპერატორის ცოდნის გასაღრმავებლად სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ზღვაზე უსაფრთხოების, უშიშროებისა და ზღვის გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებები ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს დროშით მცურავ გემზე.

4¹.პოლარულ წყლებში მცურავ გემზე მუშაობის გასაგრძელებლად კაპიტანი ან ოფიცერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად 5 წელიწადში ერთხელ დაადასტუროს თავისი განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა. ამ მიზნით აღნიშნული პირი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) უნდა ჰქონდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამ კანონის 41 2 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებით; ბ) ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სათანადო გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი აღიარებული საწვრთნელი კურსი.

5.კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად პირს უნდა ჰქონდეს მოქმედი სერტიფიკატები ან სათანადო წვრთნის გავლის დოკუმენტური დასაბუთება, რომლებიც/რომელიც მოქმედებს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

6.ამ მუხლში აღნიშნული სათანადო წვრთნა მოიცავს: ა) კაპიტნისა და საგემბანე განყოფილების ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის II თავით გათვალისწინებულ წვრთნებს; ბ) სამანქანე განყოფილების ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის III თავით გათვალისწინებულ წვრთნებს; გ) რადიოოპერატორის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ წვრთნებს; დ) ტანკერის ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში – STCW-ის კოდექსის V თავით გათვალისწინებულ წვრთნებს.

7.ამ კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ტანკერზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანი, ოფიცერი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა, ვალდებულია წარმოადგინოს ერთ-ერთი შემდეგი საბუთი: ა) შესაბამის ტანკერზე ბოლო 5 წლის განმავლობაში სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელი საბუთი; ბ) შესაბამისი აღიარებული საწვრთნელი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

8.ამ მუხლის მიზნებისათვის „შესაბამისი ტანკერი“ და STCW-ის კოდექსის A-I/11 ნაწილის 3.2 პუნქტით გათვალისწინებული „შესაბამისი აღიარებული საწვრთნელი კურსი“ გულისხმობს, რომ ტანკერი და საწვრთნელი კურსი შეესაბამება ტანკერის იმ ტიპს, რომელზე მუშაობის უფლებაც აქვს ოფიცერს თავისი სერტიფიკატით.

9.STCW-ის კოდექსის VI თავის შესაბამისად, კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელი ყველა მეზღვაური ვალდებულია 5 წელიწადში ერთხელ წარმოადგინოს სააგენტოს მიერ აღიარებულ საწვრთნელ ცენტრში შესაბამისი წვრთნის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნილი კომპეტენციის სტანდარტის დასადასტურებლად. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6178 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4943 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 21 ნოე. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 21 ნოე. 2022
  2. 1 ოქტ. 2019
  3. 26 ნოე. 2014
  4. 29 მაი. 2012
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ნოე. 2025 · №11

  • 4 ცვლილება · ბოლო 21 ნოე. 2022
  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 40მუხლი 41²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 9კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება
  • 37მეზღვაურის სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი
  • 68კანონის უკუქცევითი ძალა

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 38კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის დადასტურება
  • 15შეღავათის დაშვება
  • 39კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის ცოდნის შემოწმება

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია
  • 28საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია

საზღვაო კოდექსი

  • 47
  • 67

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 15სამსახურის თანამშრომელი

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 56სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციაში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
476756154041²9376838153972813
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025 · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026