მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 41². პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციისთვის კაპიტნისა და კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწის წვრთნისა და კვალიფიკაციის მიმართ მინიმალური მოთხოვნები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პოლარულ წყლებში მცურავი გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი პოლარული კოდექსის შესაბამისად.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული საბაზისო წვრთნა პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის და იგი უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/4 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.

3.პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატი პოლარული კოდექსის შესაბამისად.

4.პოლარულ წყლებში სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) უნდა აკმაყოფილებდეს პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს; ბ) უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მოვალეობების შესრულებით ან შესრულებული უნდა ჰქონდეს სავახტო ფუნქციები ექსპლუატაციის დონეზე; გ) გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალიზებული წვრთნა პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის და უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/4 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.

5.სააგენტო ვალდებულია გასცეს კვალიფიკაციის სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4943 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2012 – 1 ოქტ. 2019 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 29 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
114⁸478366133141¹172624307841²
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსიმეთევზე-მეზღვაურთა გან…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა