Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 41¹

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 41¹. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის წვრთნისა და კვალიფიკაციის მიმართ მინიმალური მოთხოვნები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მეზღვაური ვალდებულია აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე დასაქმებამდე გაიაროს ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წვრთნები თავისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად.

2.გემთმფლობელი ვალდებულია აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე მომსახურე მეზღვაურს გემზე გამწესებამდე გააცნოს შესაბამისი გემი და მისი აღჭურვილობა კონვენციის I/14 რეგლამენტის 1.5 პუნქტის შესაბამისად.

3.აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე მომსახურე მეზღვაურს, რომელიც პასუხისმგებელია საწვავის მოვლისა და გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის, უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი.

4.აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს STCW-ის კოდექსის A-V/3 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბაზისო წვრთნა.

5.თუ აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავის მოვლისა და გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელ მეზღვაურს აქვს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების ან მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, მიიჩნევა, რომ იგი აკმაყოფილებს კონვენციის A-V/3 რეგლამენტის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

6.აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, პირს, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საწვავისა და საწვავის სისტემების მოვლისა და გამოყენებისთვის, უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

7.აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველს უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) გავლილი უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსი და უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/3 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს; ბ) უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე არანაკლებ 1 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რომელიც მოიცავს სულ მცირე 3 საბუნკერო ოპერაციას. მათგან 2 ოპერაცია შეიძლება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღიარებული საბუნკერო ოპერაციების სიმულატორის წვრთნით ჩანაცვლდეს.

8.თუ აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავის მოვლისა და გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, სხვა პირს აქვს კომპეტენციის სერტიფიკატი STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილი კომპეტენციის სტანდარტის შესაბამისად და იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს, მიიჩნევა, რომ იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-V/3 რეგლამენტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს: ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან მონაწილეობდა თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 სატვირთო ოპერაციაში; გ) აქვს არანაკლებ 3 თვის ნაოსნობის სტაჟი ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი შემდეგი ტიპის გემზე: გ.ა) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე; გ.ბ) ტანკერზე, რომელსაც აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავი ტვირთის სახით გადააქვს; გ.გ) გემზე, რომელიც აირს ან დაბალი ფეთქებადობის საწვავს საწვავად იყენებს.

9.სააგენტო ვალდებულია გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მეზღვაურზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება.

10.მეზღვაურმა, რომელსაც აქვს ამ მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი, 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს სათანადო წვრთნა ან უნდა წარადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში არსებული კომპეტენციის სათანადო სტანდარტის მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება.

რედაქციების შედარება

1. მეზღვაური ვალდებულია აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე დასაქმებამდე გაიაროს ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წვრთნები თავისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად. 2. გემთმფლობელი ვალდებულია აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე მომსახურე მეზღვაურს გემზე გამწესებამდე გააცნოს შესაბამისი გემი და მისი აღჭურვილობა კონვენციის I/14 რეგლამენტის 1.5 პუნქტის შესაბამისად. 3. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე მომსახურე მეზღვაურს, რომელიც პასუხისმგებელია საწვავის მოვლისა და გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის, უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი. 4. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს STCW-ის კოდექსის A-V/3 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბაზისო წვრთნა. 5. თუ აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავის მოვლისა და გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელ მეზღვაურს აქვს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების ან მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, მიიჩნევა, რომ იგი აკმაყოფილებს კონვენციის A-V/3V/1-2 რეგლამენტის პირველი პუნქტით დადგენილგათვალისწინებულ მოთხოვნებს. 6. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, პირს, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საწვავისა და საწვავის სისტემების მოვლისა და გამოყენებისთვის, უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი. 7. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველს უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) გავლილი უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსი და უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/3 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს; ბ) უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე არანაკლებ 1 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რომელიც მოიცავს სულ მცირე 3 საბუნკერო ოპერაციას. მათგან 2 ოპერაცია შეიძლება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღიარებული საბუნკერო ოპერაციების სიმულატორის წვრთნით ჩანაცვლდეს. 8. თუ აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავის მოვლისა და გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, სხვა პირს აქვს კომპეტენციის სერტიფიკატი STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილი კომპეტენციის სტანდარტის შესაბამისად და იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს, მიიჩნევა, რომ იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-V/3 რეგლამენტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს: ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან მონაწილეობდა თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 სატვირთო ოპერაციაში; გ) აქვს არანაკლებ 3 თვის ნაოსნობის სტაჟი ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი შემდეგი ტიპის გემზე: გ.ა) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე; გ.ბ) ტანკერზე, რომელსაც აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავი ტვირთის სახით გადააქვს; გ.გ) გემზე, რომელიც აირს ან დაბალი ფეთქებადობის საწვავს საწვავად იყენებს. 9. სააგენტო ვალდებულია გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მეზღვაურზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება. 10. მეზღვაურმა, რომელსაც აქვს ამ მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი, 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს სათანადო წვრთნა ან უნდა წარადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში არსებული კომპეტენციის სათანადო სტანდარტის მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 21 ნოე. 2022
წინა მუხლი 41შემდეგი მუხლი 41²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-12 · №11

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2022-11-21
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 41თხევად აირმზიდ ტანკერზე კაპიტნის, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები
  • 42მეზღვაურისათვის დადგენილი, უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მინიმალური მოთხოვნები
  • 41²პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციისთვის კაპიტნისა და კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწის წვრთნისა და კვალიფიკაციის მიმართ მინიმალური მოთხოვნები

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია
  • 8გემის მზარეულის მომზადება და დასაქმება
  • 27ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

საზღვაო კოდექსი

  • 47—
  • 62—
  • 66—

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 10ზედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალისა და ინსტრუქტორის კვალიფიკაცია
  • 11კანდიდატისათვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნები
  • 14გემთმფლობელის პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
476266414241²101114782741¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსიმეთევზე-მეზღვაურთა გან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025