Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 40

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 40. ნავთობმზიდ და ქიმმზიდ ტანკერებზე კაპიტნების, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ნავთობმზიდ და ქიმმზიდ ტანკერებზე ტვირთთან ან სატვირთო აღჭურვილობასთან დაკავშირებით სპეციფიკური ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების მიზნით ოფიცრებსა და რიგითებს უნდა ჰქონდეთ ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატები.

2.ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის აღიარებული კურსი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის შესაბამისად, ასევე უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ან ქიმმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი წვრთნა და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3.ნავთობმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის, ტრანზიტისთვის, ზედამხედველობისთვის, ტანკერის რეცხვისა და ტვირთთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

4.ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

5.პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნის სერტიფიცირებისთვის ასევე: ა) უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული შტატგარეშე ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს კაპიტნის ან გამოცდილი ოფიცრის ზედამხედველობით განხორციელებულ სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერებით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით; ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებული კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

6.ქიმმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის, ტრანზიტისთვის, ზედამხედველობისთვის, ტანკერის რეცხვისა და ტვირთთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

7.ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

8.პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირებისთვის ასევე: ა) უნდა ჰქონდეს ქიმმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ქიმმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული შტატგარეშე ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერებით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით; ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებული საწვრთნელი კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის მე-3 პუნქტით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს.

9.სააგენტო ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2, მე-4 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მისი არსებული კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.

რედაქციების შედარება

1. ნავთობმზიდ და ქიმმზიდ ტანკერებზე ტვირთთან ან სატვირთო აღჭურვილობასთან დაკავშირებით სპეციფიკური ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების მიზნით ოფიცრებსა და რიგითებს უნდა ჰქონდეთ ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატები. 2. ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის აღიარებული კურსი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის შესაბამისად, ასევე უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ან ქიმმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი წვრთნა და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. ნავთობმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის, ტრანზიტისთვის, ზედამხედველობისთვის, ტანკერის რეცხვისა და ტვირთთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი. 4. ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს. 5. პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნის სერტიფიცირებისთვის ასევე: ა) უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული შტატგარეშე ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს კაპიტნის ან გამოცდილი ოფიცრის ზედამხედველობით განხორციელებულ სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერებით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით; ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებულიგაცნობითი კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 6. ქიმმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის, ტრანზიტისთვის, ზედამხედველობისთვის, ტანკერის რეცხვისა და ტვირთთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი. 7. ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს. 8. პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირებისთვის ასევე: ა) უნდა ჰქონდეს ქიმმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ქიმმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული შტატგარეშე ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერებით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით; ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებული საწვრთნელი კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის მე-3 პუნქტით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს. 9. სააგენტო ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2, მე-4 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მისი არსებული კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 21 ნოე. 2022
წინა მუხლი 39შემდეგი მუხლი 41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-12 · №11

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2022-11-21
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 41თხევად აირმზიდ ტანკერზე კაპიტნის, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები
  • 41¹აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის წვრთნისა და კვალიფიკაციის მიმართ მინიმალური მოთხოვნები
  • 42მეზღვაურისათვის დადგენილი, უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მინიმალური მოთხოვნები

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 10ზედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალისა და ინსტრუქტორის კვალიფიკაცია
  • 34750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი
  • 33750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი

საზღვაო კოდექსი

  • 47—

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 13³სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 55სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

  • 6სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 57მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13³647134141¹421034335557740
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საზღვაო კოდექსისაქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025