Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 41

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 41. თხევად აირმზიდ ტანკერზე კაპიტნის, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.თხევად აირმზიდ ტანკერზე ტვირთთან ან სატვირთო აღჭურვილობასთან დაკავშირებით სპეციფიკური ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების მიზნით ოფიცრებსა და რიგითებს უნდა ჰქონდეთ თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატები.

2.თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის აღიარებული კურსი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის შესაბამისად, ასევე უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, ან გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი წვრთნა და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3.თხევად აირმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის, ტრანზიტისთვის, ზედამხედველობისთვის, ტანკერის რეცხვისა და ტვირთთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

4.თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

5.პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნის სერტიფიცირებისთვის ასევე: ა) უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული შტატგარეშე ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს კაპიტნის ან გამოცდილი ოფიცრის ზედამხედველობით განხორციელებულ სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერებით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით; ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებული კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

6.სააგენტო ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მისი არსებული კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 21 ნოე. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 21 ნოე. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 41¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ნოე. 2025 · №11

  • 1 ცვლილება · ბოლო 21 ნოე. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 41¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 40ნავთობმზიდ და ქიმმზიდ ტანკერებზე კაპიტნების, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები
  • 41¹აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის წვრთნისა და კვალიფიკაციის მიმართ მინიმალური მოთხოვნები
  • 42მეზღვაურისათვის დადგენილი, უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მინიმალური მოთხოვნები

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 10ზედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალისა და ინსტრუქტორის კვალიფიკაცია
  • 15შეღავათის დაშვება
  • 34750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 13³სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 30 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ოპერირებაში მონაწილე პერსონალი

საზღვაო კოდექსი

  • 47

თავდაცვის კოდექსი

  • 76პროფესიული სამხედრო სამსახურის ზოგადი პირობები

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 8⁴სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაცია და პერიოდული გადამზადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13³8⁴4741¹404210153430 (დ…77641
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საქართველოს სარკინიგზო…ნაგავსაყრელის მოწყობის…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025 · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026