საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 52. მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის გამოყენება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაშვებულია მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის დამამზადებლის და ასეთ ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების შემსრულებლის თანხმობის გარეშე, მაგრამ ჰონორარის გადახდით: ა) ფონოგრამის საჯარო შესრულება; ბ) ფონოგრამის საჯარო გადაცემა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს იმ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთი, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა უფლებებს, ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების შესაბამისად.

3.ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, ფონოგრამით მოსარგებლეებსა და, მეორე მხრივ, მხოლოდ იმ ორგანიზაციას, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ფონოგრამის დამამზადებლებისა  და  შემსრულებლების უფლებებს, შორის შეთანხმებით. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი ჰონორარი გადაიხდება იმავე მუხლის მე-7 და 7 1 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

4.ფონოგრამებით მოსარგებლეებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციებს უნდა წარუდგინონ პროგრამები (გეგმები), რომლებიც შეიცავს ზუსტ ცნობებს ფონოგრამების გამოყენების ოდენობის შესახებ, აგრეთვე სხვა ცნობები და საბუთები, რომლებიც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.

5.ამ მუხლის მიზნებისათვის ფონოგრამა, რომელიც ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა სადენებიანი ანდა უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს, განიხილება, როგორც მოგების მიღების მიზნით გამოცემული. საქართველოს 2000  წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ. 135 საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1917 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 30 დეკ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66⁴485121189157¹157²505²75105311152
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საგადასახა…ელექტრონული კომუნიკაცი…პერსონალურ მონაცემთა დ…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა