1.ამ კანონით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლებათა შეზღუდვები ხელს არ უშლის შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ ლახავს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს.
2.დაშვებულია შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მათი ჩანაწერების გამოყენება შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობისა და მათთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, შემდეგ შემთხვევებში: ა) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან ციტირებისას, სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით; ბ) შე ს რულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ილუსტრაციის სახით გამოყენებისას სწავლებისათვის ან მეცნიერული გამოკვლევებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით; გ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ჩართვისას მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში.
3.დაშვებულია ფიზიკურ პირთა მიერ შესრულების, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მათი ჩანაწერების გამოყენება, აგრეთვე პირადი სარგებლობისათვის ფონოგრამის ან ვიდეოგრამის რეპროდუცირება შემსრულებლის, მაუწყებლობის ორგანიზაციის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობის გარეშე. ასეთი რეპროდუცირება ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ხორციელდება ჰონორარის გადახდის პირობით.
4.მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტის ამ კანონით გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლება არ ვრცელდება დროებით ასლზე. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლებათა შეზღუდვები ხელს არ უშლის შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ ლახავს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს.2. დაშვებულია შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მათი ჩანაწერების გამოყენება შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობისა და მათთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, შემდეგ შემთხვევებში:ა) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან ციტირებისას, სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით;ბ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ილუსტრაციის სახით გამოყენებისას სწავლებისათვის ან მეცნიერული გამოკვლევებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით;გ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ჩართვისას მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში.3. დაშვებულია ფიზიკურ პირთა მიერ შესრულების, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მათი ჩანაწერების გამოყენება, აგრეთვე პირადი სარგებლობისათვის ფონოგრამის ან ვიდეოგრამის რეპროდუცირება შემსრულებლის, მაუწყებლობის ორგანიზაციის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობის გარეშე. ასეთი რეპროდუცირებაამ კანონის 21-ე მუხლითგათვალისწინებული წესით ხორციელდება ჰონორარის გადახდის პირობით.4. მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტის ამ კანონით გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლება არ ვრცელდება დროებით ასლზე.საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №11 · ძალაშია 30 დეკ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
8 ივლ. 1999 – 30 დეკ. 2020მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.
ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…მაუწყებლობის შესახებინტელექტუალურ საკუთრებ…პერსონალურ მონაცემთა დ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა