Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 66⁴

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66⁴. უფლების მფლობელის გარანტიები ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან მიმართებით

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:ერთობლივი საწარმოებიაქტივებით ტრანზაქციებისპორტული ორგანიზაციებიDAO მართვარეკლამასპორტული დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.უფლების მფლობელი უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას სამართავად გადასცეს საკუთარი უფლება, უფლებათა კონკრეტული კატეგორია. აღნიშნული ორგანიზაცია, თავის მხრივ, ვალდებულია მართოს მისთვის გადაცემული უფლება, უფლებათა კონკრეტული კატეგორია ან ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახეობა, თუ იგი/ისინი თანხვედრაშია მისი საქმიანობის ფარგლებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ორგანიზაცია ობიექტურად დასაბუთებული მიზეზის საფუძველზე უარს იტყვის უფლების მართვაზე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის შესაბამისად უფლების მართვაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრული უნდა იყოს ამავე ორგანიზაციის წესდებით.

2.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ნებისმიერ უფლებაზე, უფლებათა კონკრეტულ კატეგორიაზე, სასურველი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახეობაზე გასცეს არაკომერციული მიზნით გამოყენების ლიცენზია შესაბამისი უფლების მფლობელის წინასწარი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

3.უფლების მფლობელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უფლებების სამართავად გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება სრულად ან მისთვის სასურველ ფარგლებში, აგრეთვე უფლების მფლობელი (მათ შორის, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის არაწევრი უფლების მფლობელი) უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისგან გამოითხოვოს ნებისმიერი უფლება, უფლებათა კონკრეტული კატეგორია ან უფლების კატეგორიათა ჯგუფები, დაკავშირებული სასურველი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახეობასთან (გარდა ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით (ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში), მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 51-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებისა), აღნიშნულის თაობაზე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან არანაკლებ 6 თვის ვადაში. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაადგინოს, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტა ან ხელშეკრულებიდან გასვლა ან ნებისმიერი უფლების, უფლებათა კონკრეტული კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების გამოთხოვა ძალაში შევიდეს მიმდინარე კალენდარული წლის დასრულების შემდეგ. უფლების მფლობელის მიერ  ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაცემული უფლებამოსილების მართვის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა წარედგინოს მომავალი კალენდარული წლის დაწყებამდე 6 თვით ადრე.

4.უფლების მფლობელს უნარჩუნდება იმ ჰონორარის მოთხოვნის უფლება, რომელიც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ მის სახელზე შეაგროვა გაცემული ნებართვის ან ლიცენზიის შეწყვეტამდე ან ასეთი მოთხოვნის წაყენებამდე.

5.უფლების მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, უფლების მფლობელს შეუზღუდოს საკუთარი ქონებრივი უფლებების უცხო ქვეყნის ანალოგიური ორგანიზაციისთვის სამართავად გადაცემის უფლება.

6.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელისგან ქონებრივი უფლებების სამართავად ნებართვის მიღებამდე მიაწოდოს მას ინფორმაცია მისი უფლებების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული  უფლებების,  შესახებ.

7.დაუშვებელია, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უარი თქვას ქონებრივი უფლებების მართვაზე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული  შემთხვევებისა. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

წინა მუხლი 66³შემდეგი მუხლი 66⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • DAO-ს მმართველობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების შეძენის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტრატეგიული ალიანსები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გუნდის მფლობელობის დავასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
6
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15მუხლი 20მუხლი 21მუხლი 34მუხლი 51მუხლი 52

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 63ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა
  • 66¹⁶ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი
  • 66ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 10მმართველი კომპანიისთვის მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება
  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 45ქონებრივი განცალკევება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 13დაცვითი ორგანიზაციის უფლებები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 28¹აქტივების მმართველი კომპანია

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 109მუნიციპალიტეტის ქონებაზე საკუთრების უფლება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁹საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 3თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 3უფლების მფლობელის უფლებების დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1520213451526366¹⁶661310810928¹4566⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …საინვესტიციო ფონდების …ენერგეტიკისა და წყალმო…კერძო დაცვითი საქმიანო…დაგროვებითი პენსიის შე…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025