საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66⁷. უფლების მფლობელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მათი უფლებების მართვის შესახებ

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:რეკლამა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია სულ მცირე წელიწადში ერთხელ ყოველი უფლების მფლობელისთვის, რომელსაც მან უფლებების მართვიდან მიღებული შემოსავალი გადაუხადა ან რომლისთვისაც გადახდები განახორციელა იმ პერიოდში, რომელსაც განეკუთვნება ინფორმაცია, ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ნებისმიერი საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზედაც წვდომის უფლება მას მიღებული აქვს და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფლების მფლობელის იდენტიფიცირებისთვის და მისი ადგილსამყოფლის დასადგენად; ბ) უფლების მფლობელების მიერ მისაღები ჰონორარების ოდენობის შესახებ; გ) მის მიერ უფლებათა კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით უფლების მფლობელებისთვის გადახდილი თანხების ოდენობის შესახებ; დ) იმ პერიოდის შესახებ, რომლის განმავლობაშიც განხორციელდა ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენება, რომლისთვისაც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ თანხები შეაგროვა და გადაუხადა უფლების მფლობელებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარგებლეების მიერ ანგარიშებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ხელს უშლის მას, უფლების მფლობელებს მიაწოდოს ეს ინფორმაცია; ე) გამოქვითვების შესახებ, რომლებიც განხორციელებულია, როგორც უფლებების მართვის საფასური; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური, კულტურული ან საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფისადმი დაქვემდებარებული, ნებისმიერი მიზნით შესრულებული გამოქვითვების შესახებ, გარდა უფლებების მართვის საფასურისა; ზ) ნებისმიერი შემოსავლის შესახებ, რომელიც მიღებულია იმ უფლებების მართვიდან, რომლებიც მიეკუთვნება უფლების მფლობელს, და, მიუხედავად შეგროვების პერიოდისა, გადაუხდელია. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 1 სექ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66⁸66¹⁰66¹⁵11¹81613885¹1131463966⁷
მნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …ფასიანი ქაღალდების ბაზ…ნებაყოფლობითი კერძო პე…მაუწყებლობის შესახებდაგროვებითი პენსიის შე…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა