საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66⁶. ტარიფების დადგენა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით განსაზღვრული უფლებების გამოყენებისას უფლების მფლობელმა უნდა მიიღოს მისი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების შესაბამისი ჰონორარი.

2.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ჰონორარს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირებთან  შეთანხმებული ოდენობით აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე იმავე პუნქტითა და ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოსარგებლეს მიაწოდოს ტარიფების დადგენის კრიტერიუმების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია. ტარიფი სამოქალაქო ბრუნვაში არსებული უფლებების ეკონომიკური ღირებულების შესაბამისი უნდა იყოს.

4.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია სატარიფო გეგმები გამოაქვეყნოს თავისი ვებგვერდის მეშვეობით და სთხოვოს „საქპატენტს“ მათი გამოქვეყნება საკუთარ ვებგვერდზე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ვებგვერდზე სატარიფო გეგმების გამოქვეყნების შემთხვევაში „საქპატენტი“ საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ტარიფების ელექტრონულად ხელმისაწვდომობის  შესახებ  შეტყობინებას.

5.თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და მოსარგებლე ვერ შეთანხმდებიან, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი ჰონორარი გადაიხდება იმავე მუხლის მე-7 და 7 1 პუნქტებით განსაზღვრული წესით. ამ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი სამოქალაქო ბრუნვაში არსებული უფლებების ეკონომიკური ღირებულების  შესაბამისი უნდა იყოს.

6.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის  შესაბამისად დადგენილი ტარიფები დამტკიცებისთანავე წარუდგინოს „საქპატენტს“ ოფიციალურ ბიულეტენში გამოსაქვეყნებლად. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 1 სექ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
215166¹⁰6666²25³435196237²191461066⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …საზოგადოებრივი საჭიროე…ელექტრონული კომუნიკაცი…პატენტით დაცული გამოგო…ნავთობისა და გაზის შეს…ინოვაციების შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა