Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 46

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 46. შერწყმის შესახებ ინფორმაციის ერთეულის მფლობელებისთვის მიწოდება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:კრიპტო M&Aსაწარმოს ღირებულების განსაზღვრაშერწყმა და შეძენარეორგანიზაციაDeFi ინვესტიცია და მოსავლიანობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) და მიმღები საინვესტიციო ფონდი ვალდებული არიან შერწყმის შესახებ სათანადო და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ ერთეულის მფლობელებს, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება თავიანთ ინვესტიციაზე შერწყმის გავლენისა და ამ კანონის 47-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის თაობაზე.

2.შერწყმის შესახებ ინფორმაცია ერთეულის მფლობელებს უნდა მიეწოდოს შერწყმის განხორციელებაზე საზედამხედველო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღისა გამოსყიდვის ან ერთეულის გაცვლის მოთხოვნის უფლებით სარგებლობის საბოლოო თარიღამდე, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. თუ შერწყმის მონაწილე ყველა საინვესტიციო ფონდი რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდია, ერთეულის მფლობელებს შერწყმის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზედამხედველო ორგანოსთვის შერწყმის განხორციელების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ამ პუნქტით დადგენილი წესით.

3.ერთეულის მფლობელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) შერწყმის საფუძველსა და დასაბუთებას; ბ) შერწყმის შესაძლო გავლენას ერთეულის მფლობელებზე, მათ შორის, ნებისმიერი არსებითი განსხვავების არსებობას საინვესტიციო პოლიტიკასა და სტრატეგიასთან, ხარჯებთან, მოსალოდნელ შედეგებთან, პერიოდულ ანგარიშგებასთან, შემოსავლიანობის შესაძლო შემცირებასთან მიმართებით და შესაბამის შემთხვევაში ინვესტორებისთვის თვალსაჩინო გაფრთხილებას, რომ მათ მიმართ მოქმედი საგადასახადო რეჟიმი შერწყმის შედეგად შესაძლებელია შეიცვალოს; გ) შერწყმასთან დაკავშირებით ერთეულის მფლობელების უფლებების, მათ შორის, დამატებითი ინფორმაციის მიღების უფლების, დამოუკიდებელი აუდიტორის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ანგარიშის ასლის მიღების უფლების, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ერთეულების გამოსყიდვის ან გაცვლის მოთხოვნის უფლების, აგრეთვე ამ უფლებების განხორციელების ვადის შესახებ ინფორმაციას; დ) შერწყმასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებსა და შერწყმის დასრულების დაგეგმილ თარიღს; ე) მიმღები საინვესტიციო ფონდის ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის დოკუმენტის ასლს; ვ) შერწყმასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების შესახებ ინფორმაციას, თუ აღნიშნული ხარჯები შესაძლებელია დაეკისროს შერწყმის მონაწილე საინვესტიციო ფონდს ან/და მის ერთეულის მფლობელებს.

4.მოთხოვნის შემთხვევაში საინვესტიციო ფონდების შერწყმის მიმდინარეობისა და ვადების შესახებ ინფორმაცია უნდა წარედგინოს შერწყმის მონაწილე საინვესტიციო ფონდების თითოეულ ერთეულის მფლობელსა და საზედამხედველო ორგანოს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) და მიმღები საინვესტიციო ფონდი ვალდებული არიან შერწყმის შესახებ სათანადო და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ ერთეულის მფლობელებს, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება თავიანთ ინვესტიციაზე შერწყმის გავლენისა და ამ კანონის 47-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის თაობაზე. 2. შერწყმის შესახებ ინფორმაცია ერთეულის მფლობელებს უნდა მიეწოდოს შერწყმის განხორციელებაზე საზედამხედველო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღისა გამოსყიდვის ან ერთეულის გაცვლის მოთხოვნის უფლებით სარგებლობის საბოლოო თარიღამდე, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. თუ შერწყმის მონაწილე ყველა საინვესტიციო ფონდი რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდია, ერთეულის მფლობელებს შერწყმის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზედამხედველო ორგანოსთვის შერწყმის განხორციელების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ამ პუნქტით დადგენილი წესით. 3. ერთეულის მფლობელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) შერწყმის საფუძველსა და დასაბუთებას; ბ) შერწყმის შესაძლო გავლენას ერთეულის მფლობელებზე, მათ შორის, ნებისმიერი არსებითი განსხვავების არსებობას საინვესტიციო პოლიტიკასა და სტრატეგიასთან, ხარჯებთან, მოსალოდნელ შედეგებთან, პერიოდულ ანგარიშგებასთან, შემოსავლიანობის შესაძლო შემცირებასთან მიმართებით და შესაბამის შემთხვევაში ინვესტორებისთვის თვალსაჩინო გაფრთხილებას, რომ მათ მიმართ მოქმედი საგადასახადო რეჟიმი შერწყმის შედეგად შესაძლებელია შეიცვალოს; გ) შერწყმასთან დაკავშირებით ერთეულის მფლობელების უფლებების, მათ შორის, დამატებითი ინფორმაციის მიღების უფლების, დამოუკიდებელი აუდიტორის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ანგარიშის ასლის მიღების უფლების, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ერთეულების გამოსყიდვის ან გაცვლის მოთხოვნის უფლების, აგრეთვე ამ უფლებების განხორციელების ვადის შესახებ ინფორმაციას; დ) შერწყმასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებსა და შერწყმის დასრულების დაგეგმილ თარიღს; ე) მიმღები საინვესტიციო ფონდის ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის დოკუმენტის ასლს; ვ) შერწყმასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების შესახებ ინფორმაციას, თუ აღნიშნული ხარჯები შესაძლებელია დაეკისროს შერწყმის მონაწილე საინვესტიციო ფონდს ან/და მის ერთეულის მფლობელებს. 4. მოთხოვნის შემთხვევაში საინვესტიციო ფონდების შერწყმის მიმდინარეობისა და ვადების შესახებ ინფორმაცია უნდა წარედგინოს შერწყმის მონაწილე საინვესტიციო ფონდების თითოეულ ერთეულის მფლობელსა და საზედამხედველო ორგანოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 45შემდეგი მუხლი 47

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შერწყმის სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო კომპანიების შესყიდვა და შერწყმა (M&A)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შერწყმის კონტროლის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შერწყმის შემდგომი ინტეგრაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №9

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 48

მიუთითებენ მასზე

მუხლი 44მუხლი 48

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 45შერწყმის პირობების პროექტი
  • 44საინვესტიციო ფონდების შერწყმაზე საზედამხედველო ორგანოს მიერ თანხმობის გაცემა
  • 59ინვესტორი ფონდის მიერ ერთეულის მფლობელებისთვის ინფორმაციის მიწოდება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 26შეტყობინების ვალდებულება და ინფორმაციის გამოთხოვა
  • 27შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 47საპენსიო კომპანიების შერწყმა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 11³ (დანართი 1)საწარმოს პარტნიორთა/მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 16¹სისტემის ოპერატორის შერწყმა ან/და წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება

მეწარმეთა შესახებ

  • 67შერწყმის/გაყოფის გეგმა
  • 69შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის გამოქვეყნება და შეტყობინება შესაძლო შერწყმის/გაყოფის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
262723¹11³ (…616¹4844455967694746
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ელექტრონული კომუნიკაცი…საინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…გადასახადების ადმინისტ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026