საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66¹⁰. ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა) ორგანიზაციის წესდება; ბ) ორგანიზაციის წევრობის მარეგულირებელი და უფლების მართვაზე გაცემული ნებართვის შეწყვეტის წესები, თუ ეს გათვალისწინებული არ არის  ორგანიზაციის წესდებით; გ) სალიცენზიო ხელშეკრულების სტანდარტები და მოქმედი ტარიფები (შეღავათების ჩათვლით); დ) ამ კანონით დადგენილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების სია; ე) უფლების მფლობელებისთვის ჰონორარების განაწილების ზოგადი წესები; ვ) უფლებების მართვის საფასურის შესახებ; ზ) სხვა გამოქვითვების წარმოების შესახებ პოლიტიკა, მართვის საფასურის გარდა, მათ შორის, შეგროვებული ჰონორარებიდან, აგრეთვე გამოქვითვები სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო  მომსახურებების მიზნებისთვის; თ) მის მიერ დადებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია და იმ ორგანიზაციების სახელწოდება, რომლებთანაც დადებულია აღნიშნული ხელშეკრულებები, და მათ თაობაზე ინფორმაცია; ი) გაუნაწილებელი ჰონორარის გამოყენების ზოგადი პოლიტიკა; კ) საჩივრების განხილვისა და დავების გადაწყვეტის პროცედურები, რომლებიც მითითებულია ამ კანონის 66 14 მუხლში.

2.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მუდმივი განახლება. ამ ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საზოგადოებისთვის განახლებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 1 სექ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹⁴66⁸66⁷66²2836311913³1685¹333966¹⁰
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …ადგილობრივი თვითმმართვ…გარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს ზოგადი ადმ…ელექტრონული კომუნიკაცი…კორუფციის წინააღმდეგ ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა