Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებმუხლი 44¹

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

მუხლი 44¹. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026
თემები:დაბინძურების კონტროლიგარემოს დაცვის დანაშაულებიზემოქმედების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუ ზონაში ან/და აგლომერაციაში ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან მიზნობრივ მნიშვნელობას, აგრეთვე შესაბამის ტოლერანტობის ზღვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იმ მუნიციპალიტეტთან/მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, რომლის/ რომელთა ადმინისტრაციული საზღვრები მოქცეულია შესაბამისი ზონის ან/და აგლომერაციის ფარგლებში, ამ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის შეიმუშავებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმას, რათა მიღწეულ იქნეს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით  დადგენილი ზღვრულად დასაშვები ნორმები ან მიზნობრივი მნიშვნელობა.

2.თუ კონკრეტული ტერიტორიის სპეციფიკური დისპერსიული მახასიათებლების, არახელსაყრელი კლიმატური პირობების, ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ან სხვა მიზეზების გამო შეუძლებელია ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილი ზღვრულად დასაშვები ნორმების დაცვა, იმ ძირითადი მავნე ნივთიერებებისთვის, რომელთათვისაც ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილია ტოლერანტობის ზღვარი, ნორმების გადაჭარბება არ უნდა აღემატებოდეს ტოლერანტობის ზღვარს და ზღვრულად დასაშვები ნორმების მიღწევის მიზნით უნდა შემუშავდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა.

3.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით.

4.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) დაბინძურებული ტერიტორიის შესახებ (რეგიონის, ქალაქის, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტის/სადგურის, კოორდინატების მითითებით); ბ) ზონის ტიპის (ქალაქის, სამრეწველო ზონის, დაბის, სოფლის), დაბინძურებული ტერიტორიის მასშტაბისა და დაბინძურებული ტერიტორიის არეალში მოქცეული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, აგრეთვე საჭირო კლიმატურ და ტოპოგრაფიულ მონაცემებს, შესაბამის ინფორმაციას იმ სამიზნეების თაობაზე, რომელთა დაცვისთვისაც მუშავდება გეგმები; გ) ძირითად მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციისა და გამოყენებული გაზომვის მეთოდების შესახებ (წინა წლების დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით); დ) დაბინძურების ძირითადი წყაროებისა და მათგან ძირითად მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების მთლიანი წლიური ოდენობის შესახებ, აგრეთვე იმ ტერიტორიიდან შემომავალი დაბინძურების თაობაზე, რომელიც არ არის მოქცეული შესაბამისი ზონის ან/და აგლომერაციის ფარგლებში; ე) იმ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც გამოიწვია ზღვრულად დასაშვები ნორმების ან მიზნობრივი მნიშვნელობის გადაჭარბება, აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი შესაძლო ღონისძიებების თაობაზე; ვ) იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დაიგეგმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავებამდე გრძელვადიანი პერიოდისთვის.

5.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმას უნდა ერთოდეს შესაბამისი რუკა, რომელზედაც მითითებული იქნება აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტები/სადგურები, დაბინძურების ძირითადი სტაციონარული წყაროები და აღნიშნული გეგმის შესამუშავებლად გამოყენებული მასალების სია.

6.თუ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება აუცილებელია რამდენიმე ძირითად მავნე ნივთიერებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია შემუშავდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინტეგრირებული მართვის გეგმა, რომელიც ყველა ძირითად მავნე ნივთიერებას მოიცავს.

7.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

წინა მუხლი 44შემდეგი მუხლი 44²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჰაერის დაბინძურება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ემისიის ნებართვებისერვისის გვერდი
  • ხმაურით დაბინძურების რეგულაციებისერვისის გვერდი
  • ჰაერის ემისიის ნებართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-27 · №29

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 44²მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა
  • 5¹ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა
  • 18ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 29გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები
  • 30გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 22საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 77ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების დადგენილი ნორმების გადამეტება ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 6ემისიის ზღვრული მნიშვნელობები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 295ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 36რადიაციული დაცვის კონტროლი

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 4გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში უფლებამოსილი ორგანოები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44²5¹18295227729304362644¹
მნიშვნელობით ახლოსატმოსფერული ჰაერის დაც…გარემოს დაცვის შესახებსაზოგადოებრივი ჯანმრთე…საქართველოს ადმინისტრა…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026