საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 11¹. პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 133 1 , 133 ​ 2 , 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−144 ​ 3 , 149-ე−151 ​ 1 , 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−255 1 , 381 1 და 381 ​ 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. შენიშვნა:

1.ამ კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

2.ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 126 1 , 137-ე−139-ე, 141-ე, 143-ე და 144-ე−144 3 მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ კოდექსის 126 1 მუხლით ან რომელიმე სხვა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №643 4 – ვებგვერდი, 25 .0 6 .2012წ. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2704 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ. საქართველოს 2015 წლის 18 თებერვლის კანონი №3052 - ვებგვერდი, 26.02.2015წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №59 - ვებგვერდი, 13.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №754 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №763 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 17 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 29.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5750 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6760 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2,222

ყველა გადაწყვეტილება
  • №97აპ-202020-07-1415
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ოჯახის წევრის მიმართ მუქარა

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა ოჯახის წევრის მიმართ მუქარის დამტკიცება, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოში ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება არ მისცა. პალატამ მიიჩნია, რომ დამოუკიდებელი აუდიოჩანაწერისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით მუქარა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გამამართლებელი განაჩენი, ბრალდებული დამნაშავედ ცნო და საბოლოოდ მიუსაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 საათით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 3 წლით.

  • №969აპ-202021-06-1410
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ოჯახში ძალადობის მტკიცება დაზარალებულის ჩვენების გარეშე

    საკასაციო პალატამ განიხილა, საკმარისი იყო თუ არა ოჯახში ძალადობის დასადასტურებლად დაზარალებულის ჩვენების გარეშე წარმოდგენილი მტკიცებულებები. პალატამ დაასკვნა, რომ დაზიანებების არსებობა არ ადგენდა მათ მიმყენებელ პირს, ხოლო ამ საკითხზე მოწმეთა ჩვენებები ირიბი იყო და ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდებოდა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განაჩენი და მსჯავრდებული სსკ 126^1(1)-ით წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.

  • №443აპ-202020-10-2937
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ოჯახში ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის დადგენა

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლება თუ არა ოჯახში ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის დადგენა დაზარალებულის სასამართლო ჩვენების გარეშე. პალატამ განმარტა, რომ ტკივილი შეიძლება დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლიობის ობიექტური შეფასებით. მან გააუქმა გამამართლებელი განაჩენი, ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, რომელიც წინასწარ პატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით მოხდილად ჩაუთვალა.

  • №65აპ-202020-07-0924
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ოჯახში ძალადობის შემადგენლობა

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა ოჯახში ძალადობის დადასტურება მაშინ, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოში ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა. პალატამ 2018 წლის 15 ოქტომბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნია, ხოლო დანარჩენ ბრალდებებში გამართლება ძალაში დატოვა. მსჯავრდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, რომლის ვადაშიც წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა.

  • №466აპ-162017-01-187
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    არასრულწლოვნის ჩვენების შეფასება სქესობრივი დანაშაულის საქმეში

    საკასაციო პალატამ შეაფასა არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის მტკიცებულებები, არაერთგზისობის მაკვალიფიცირებელი გარემოება და სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის კვალიფიკაცია. პალატამ ძალაში დატოვა გაუპატიურებისთვის მსჯავრდება, თუმცა გამორიცხა არაერთგზისობა და მსჯავრდებული გაამართლა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის ბრალდებაში. საბოლოო სასჯელად განისაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა.

  • №642აპ-212021-10-1810
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ოჯახური ძალადობისთვის სასჯელის ინდივიდუალიზაცია

    საკასაციო პალატამ განიხილა ოჯახური ძალადობისა და მუქარისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრის გამკაცრებისა და დანაშაულთა ერთობლიობისას დამატებითი სასჯელების განსაზღვრის საკითხები. მან პროკურორის საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო განაჩენი შეცვალა და სასჯელთა შთანთქმის წესის დარღვევა გამოასწორა. საბოლოოდ მსჯავრდებულს განესაზღვრა 2 წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის გამოსაცდელი ვადით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით; ჯარიმა საბოლოო სასჯელში აღარ დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №228 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 სექ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
126¹144³24227186¹5615314¹106505711¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…იურიდიული დახმარების შ…ფსიქიკური ჯანმრთელობის…საქართველოს სისხლის სა…ქალთა მიმართ ძალადობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №296 · ბოლოს შემოწმდა