Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიმუხლი 319¹

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 319¹. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან უცხოელთან არამართლზომიერი თანამშრომლობა

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და 5 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოური გრანტის გრანტის მიმღების მიერ იმავე კანონით განსაზღვრული გრანტის გამცემისგან შესაბამისი თანხმობის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება ან მისი გამოყენება, აგრეთვე იმავე კანონით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე სათანადო დოკუმენტში მითითებული მიზნისგან განსხვავებული მიზნით საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხზე აქტივობის განსახორციელებლად გრანტის მიმღების მიერ ამ ნაწილით განსაზღვრული უცხოური გრანტის  გამოყენება − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

2.„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1 4 პუნქტით ან 1 5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის იმავე კანონით განსაზღვრული თანხმობის გარეშე მიღება ან მისი გამოყენება, აგრეთვე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1 5 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დახმარების იმავე კანონით განსაზღვრული თანხმობის გარეშე გაწევა ან მიღება − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

3.„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 5 2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ გრანტის იმავე კანონით განსაზღვრული თანხმობის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება ან მისი გამოყენება − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

4.„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 5 1 მუხლის მე-4 პუნქტით ან 5 2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული/გაცემული იმ სახსრების მიღება ან გამოყენება, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გადაცემულია/გაცემულია იმავე კანონის მე-5 ან 5 2 მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

5.სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან რაიმე სხვა უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა/მინიჭება − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. შენიშვნა:

1.ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი (გარდა საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიისა) ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

2.ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხზე აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრების სანაცვლოდ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მთავრობაში ან მის წარმომადგენლობაში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლის მიერ ამ დამსაქმებლისთვის გაწეულ ტექნიკურ დახმარებაზე.

4.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებულ წარმომადგენლობაზე, ფილიალსა და განყოფილებაზე, გარდა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის წარმომადგენლობისა, ფილიალისა და განყოფილებისა. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1380 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №289 · ძალაშია 4 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 აგვ. 1999 – 4 მარ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 319შემდეგი მუხლი 319²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №296

  • 1 რედაქცია
  • 8 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 3მუხლი 4გრანტების შესახებ 2გრანტების შესახებ 3გრანტების შესახებ 4გრანტების შესახებ 5¹გრანტების შესახებ 5²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 319²საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური სახსრების მიღება
  • 319უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება
  • 344²პირის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა ან/და პირის მიერ უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება

გრანტების შესახებ

  • 6⁴გრანტის თანხმობის გარეშე მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
  • 5¹უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის წესი
  • 5²ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 −1 6 პუნქტებით გათვალისწინებული გრანტების გაცემის წესი

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 8კანონის აღსრულება და სანქცია

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 18ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 191საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა
  • 177¹საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირების და ლიცენზირების წესების დარღვევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 85ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესების დარღვევა

კონკურენციის შესახებ

  • 33¹თანამშრომლობის პროგრამა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
234319²319344²1915¹5²2346⁴188319¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსგრანტების შესახებსაქართველოს სისხლის სა…უცხოეთის აგენტების რეგ…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №296 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026