გრანტების შესახებ

მუხლი 2. გრანტი

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარების ან სოციალური პროექტის, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამის განხორციელებისთვის.

1¹.გრანტად ითვლება ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტი.

1².გრანტად მიიჩნევა აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტი.

1³.გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნის მისაღწევად ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.

1⁴.გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის, ამ კანონის მე-4 მუხლის „დ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისთვის ან საქართველოს იურიდიული პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს: ა) საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული; ბ) ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. შენიშვნა: ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე, საკონსულო დაწესებულებასა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე.

1⁵.გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ამ მუხლის 1 4 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის, ამ კანონის მე-4 მუხლის „დ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისთვის ან საქართველოს იურიდიული პირისთვის: ა) ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელთა სანაცვლოდ  ამ სახსრების მიმღები ამავე სახსრების გამცემს უწევს ტექნიკურ დახმარებას ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით (ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრების სანაცვლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მთავრობაში ან მის წარმომადგენლობაში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლის მიერ ამ დამსაქმებლისთვის გაწეულ ტექნიკურ დახმარებაზე); ბ) გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით; გ) უსასყიდლოდ გაწეული, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური დახმარება.

1⁶.გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული მისი წარმომადგენლობისთვის, ფილიალისთვის ან განყოფილებისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები (ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად გადაცემულ სახსრებზე).

2.გრანტად არ მიიჩნევა სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიული პირისთვის გადაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის მიერ გაცემული სახსრებისა, აგრეთვე ამავე კანონის მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტისთვის გადაცემული სახსრებისა. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №819 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5502 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2987 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 12.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1508 – ვებგვერდი, 15.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1827 – ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 30 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში სამეწარმეო მიზნით გაცემული სახსრების გრანტად არმიჩნევის წესს დაემატა გამონაკლისი მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტის მიერ გაცემული და მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტისთვის გადაცემული სახსრებისთვის.

  2. 2 მუხლის 1⁴ პუნქტში გრანტად მიჩნეული სახსრების ორი კატეგორია გამოიყო „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებად. „ბ“ ქვეპუნქტზე დაემატა შენიშვნა დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობების გამონაკლისის შესახებ.

  3. მე-2 მუხლს დაემატა 1⁴–1⁶ პუნქტები, რომლებიც გრანტად მიიჩნევს გავლენის მოსახდენი საქმიანობის სახსრებს, ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებულ სახსრებს და უცხოური იურიდიული პირის წარმომადგენლობისთვის გადაცემულ სახსრებს. მე-2 პუნქტში შეიცვალა ფორმულირება და ამოღებულია პოლიტიკური მიზნებისთვის გაცემული სახსრები.

  4. მე-2 მუხლს დაემატა 1³ პუნქტი, რომელიც გრანტის ცნებას ავრცელებს დონორის მიერ მიმღებისთვის გაწეულ ტექნიკურ დახმარებაზე ტექნოლოგიების, ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.

  5. მე-2 მუხლს დაემატა 1² პუნქტი, რომლის თანახმადაც „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული სახსრები გრანტად მიიჩნევა.

  6. მე-2 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომლის თანახმად გრანტად ითვლება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური საქმიანობისთვის გაცემული გრანტი.

  7. პირველ პუნქტში გრანტის გამოყენების სფეროებს დაემატა სასოფლო-სამეურნეო განვითარება. მე-2 პუნქტში სამეწარმეო მიზნებით გაცემული სახსრების გრანტად არჩათვლის წესს დაემატა გამონაკლისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირისთვის; პოლიტიკური მიზნების შეზღუდვა შენარჩუნებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12319¹153455¹5²8366⁴¹3161715¹16 (დ…2
მითითებამნიშვნელობით ახლოსგრანტების შესახებსაქართველოს სისხლის სა…სასოფლო-სამეურნეო კოოპ…უმაღლესი განათლების შე…ინოვაციების შესახებსაერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა