გრანტების შესახებ

მუხლი 3. გრანტის გამცემი

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს: ა) საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია, კომიტეტი), სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, აგრეთვე უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; ბ) საქართველოს ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის; გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა; ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებისადმი დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა,  საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისთვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით გრანტების გაცემა; დ) საქართველოს სამინისტრო; საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები; ე) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი და აღნიშნული მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია ახალგაზრდული პროექტების განხორციელება, დასაქმების ხელშეწყობა; ვ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომელიც გრანტს გასცემს საწესდებო მიზნების განსახორციელებლად.

1¹.საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერის მიზნით გრანტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ნორმატიული აქტი ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე საქართველოს შესაბამისი სამინისტრო განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო – აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის მთავრობას, გრანტის გაცემის მიზნის, გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1166 - სსმI, №11, 29.03.2005წ., მუხ.73 საქართველოს 2006 წლის 22 დეკემბრის კანონი №3974 - სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.341 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2959 - სსმI, №23, 04.05.2010წ., მუხ.133 საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5125 - ვებგვერდი, 27.10.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6172 - ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4497 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 4 მარტის კანონი №4843 - ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №103 - ვებგვერდი, 27.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 20 სექტემბრის კანონი №1287 - ვებგვერდი, 27.09.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ნოემბრის კანონი №1393 - ვებგვერდი, 08.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კანონი №2085 – ვებგვერდი, 05.04.2018წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5469 – ვებგვერდი, 19.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1483 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №307 – ვებგვერდი, 21.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 12.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1827 – ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 30 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 17

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომლითაც გრანტის გამცემთა წრეში შევიდა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საწესდებო მიზნების განსახორციელებლად.

  2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში დონორთა ჩამონათვალი ახლებურად დალაგდა და მასში დაემატა „სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია“; დანარჩენი ცვლილებები სიტყვათა („ან“, მძიმე, „აგრეთვე“) გადანაცვლებაა.

  3. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებს დაემატა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით გრანტების გაცემა; ახალი 1¹ პუნქტით ასეთი იურიდიული პირის ხელმძღვანელს მიეცა ამ საკითხებზე ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება.

  4. მე-3 მუხლის პირველ პუნქტში „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც გრანტის გამცემთა წრეს აფართოებს აფხაზეთის ან აჭარის მთავრობის მიერ შექმნილი, ახალგაზრდულ პროექტებსა და დასაქმების ხელშეწყობაზე ორიენტირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირით.

  5. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტში დევნილებს დაემატა ეკომიგრანტი ოჯახები, ხოლო საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის ფორმულირება ახლებურად დაიწერა („მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის“).

  6. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გრანტის გამცემთა ჩამონათვალს სამინისტროსთან ერთად დაემატა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

  7. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდების მიზნების ჩამონათვალს დაემატა განათლების, ეროვნული უმცირესობებისა და მაღალმთიანი რეგიონების, ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების მიმართულებები, ხოლო დევნილთა ინტეგრაციის მიზანი ჩამონათვალის ბოლოდან შუა ნაწილში გადავიდა.

  8. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ მიზნებს დაემატა დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისთვის გრანტების გაცემა; ამასთან შესწორდა სიტყვა „უზრუნველყოფისა“-ს გრამატიკული ფორმა.

  9. · გამოქვეყნდა 24 ნოე. 2015

    „გ“ ქვეპუნქტში პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის დახმარების მიზანი ახლებურად ჩამოყალიბდა („საქართველოს პარტნიორი ქვეყნები“) და დაემატა ახალი მიზანი — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

  10. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში გრანტის გამცემი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნების ჩამონათვალი გაფართოვდა რეფორმების პოპულარიზაციითა და პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის დახმარებით.

  11. მე-3 მუხლის არსებული ტექსტი პირველ პუნქტად იქცა და მას დაემატა „დ“ ქვეპუნქტი — საქართველოს სამინისტრო. დაემატა მე-2 პუნქტი, რომელიც სამინისტროს გრანტის დოკუმენტის პროექტის მთავრობისთვის წინასწარი შეფასებისათვის წარდგენას ავალდებულებს.

  12. მე-3 მუხლში „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც გრანტის გამცემად (დონორად) დასახელდა მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო გრანტების გაცემა.

  13. მე-3 მუხლის პირველ პუნქტში „უცხოეთის ქვეყნის მთავრობა“ ჩანაცვლდა „უცხო ქვეყნის მთავრობით“, ხოლო დონორთა წრეს დაემატა უცხოეთის სამეწარმეო იურიდიული პირი იმ პირობით, რომ გრანტის მიმღები სახელმწიფოა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
319¹255¹5²4833766⁴¹1060417923
მითითებამნიშვნელობით ახლოსგრანტების შესახებსაქართველოს სისხლის სა…ოფიციალური სტატისტიკის…ოფიციალური სტატისტიკის…საქართველოს საბიუჯეტო …საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა