სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ნინო ლიპარტიაგიორგი ფანცულაიასალომე ოსეფაშვილი

1.ეს კანონი არეგულირებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გაცვლას, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ სხვა სფეროებს, რომლებშიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები თანამშრომლობენ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურებთან.

2.სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება იმ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენის ან აღკვეთის მიზნით, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია მინიმუმ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.(ამოღებულია - 21.07.2018, №3261).

4.ეს კანონი არ არეგულირებს: ა) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) ფარგლებში; ბ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს; გ) „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.

5.სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ისეთი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, რომელთათვისაც აუცილებელია საქართველოს პროკურატურის ორგანოების ან საქართველოს საერთო სასამართლოების თანხმობა ან ნებართვა, ასეთი თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს აღნიშნული თანხმობის ან ნებართვის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ამ ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის კომპეტენტური ორგანოს თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3261 – ვებგვერდი, 30.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 31 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მარ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11111118130322
მნიშვნელობით ახლოსსამართალდაცვით სფეროში…ლიცენზიებისა და ნებართ…სისხლის სამართლის საერ…კანონთან კონფლიქტში მყ…სისხლის სამართლის სფერ…პროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა