სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

მუხლი 24. სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 4 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ან/და მცენარის საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევისას, ასევე საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას სააგენტო და სამსახური თანამშრომლობენ.

2.სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა ხორციელდება შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით: ა) ინფორმაციის გაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ან/და მცენარის შესახებ არსებული და შესაძლო რისკების თაობაზე, ასევე როგორც საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, ისე მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ან განთავსების შემდეგ განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ბ) საინფორმაციო ბაზის ხელმისაწვდომობა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ თავიანთ მიერ წარმოებულ შესაბამის საინფორმაციო ბაზასთან ერთმანეთის დაშვება და მისი ხელმისაწვდომობა, რაც საჭიროა სააგენტოსა და სამსახურის მიერ სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად; გ) სწრაფი განგაშის სისტემის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან ორგანიზება გაუწიონ სწრაფი განგაშის სისტემის ეფექტიან მუშაობას, ასევე ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყონ სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან ან/და მცენარესთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად განხორციელე­ბული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე შექმნან სახელმწიფო კონტროლის ერთიანი სისტემა . დაუშვებელია ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებების , შეუთანხმებელი ან ისეთი ქმედების განხორციელება , რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლით განსაზღვრულ პრინციპებსა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მოთხოვნებს . საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4933 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ან/და მცენარის საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევისას, ასევე საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას სააგენტო და სამსახური თანამშრომლობენ. 2. სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა ხორციელდება შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით: ა) ინფორმაციის გაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ან/და მცენარის შესახებ არსებული და შესაძლო რისკების თაობაზე, ასევე როგორც საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, ისე მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ან განთავსების შემდეგ განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ბ) საინფორმაციო ბაზის ხელმისაწვდომობა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ თავიანთ მიერ წარმოებულ შესაბამის საინფორმაციო ბაზასთან ერთმანეთის დაშვება და მისი ხელმისაწვდომობა, რაც საჭიროა სააგენტოსა და სამსახურის მიერ სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად; გ) სწრაფი განგაშის სისტემის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან ორგანიზება გაუწიონ სწრაფი განგაშის სისტემის ეფექტიან მუშაობას, ასევე ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყონ სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან ან/და მცენარესთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად განხორციელე­ბული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე შექმნან სახელმწიფო კონტროლის ერთიანი სისტემა . დაუშვებელია ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებების , შეუთანხმებელი ან ისეთი ქმედების განხორციელება , რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლით განსაზღვრულ პრინციპებსა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მოთხოვნებს . საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4933 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71423572210125 (და…5271571024
მნიშვნელობით ახლოსსურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საბაჟო კოდ…სამართალდაცვით სფეროში…პესტიციდებისა და აგროქ…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა