Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკონკურენციის შესახებმუხლი 11

კონკურენციის შესახებ

მუხლი 11. კონცენტრაცია

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 20 თებ. 2025
თემები:ერთობლივი საწარმოებირეორგანიზაციაჯანდაცვის ტრანზაქციებიშერწყმა და შეძენა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.კონცენტრაცია არის: ა) ორი ან ორზე მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმა, რის შედეგადაც ერთი ეკონომიკური აგენტი წარმოიქმნება; ბ) ფასიანი ქაღალდების ან წილის შეძენით, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტზე პირდაპირი ან ირიბი, სრული ან ნაწილობრივი კონტროლის მოპოვება სხვა ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის მიერ ან სხვა ისეთი ერთი ან რამდენიმე პირის მიერ, რომელიც/რომლებიც ამ კანონის მიზნებისთვის არ არის/არ არიან მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად/ეკონომიკურ აგენტებად და რომელიც/რომლებიც უკვე აკონტროლებს/აკონტროლებენ სულ მცირე ერთ ეკონომიკურ აგენტს; გ) ერთობლივი საწარმოს შექმნა, თუ იგი ხანგრძლივად ასრულებს დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის ყველა ფუნქციას.

2.კონცენტრაციის მიზნებისთვის კონტროლის განსახორციელებლად გამოიყენება ის უფლებები, ხელშეკრულებები ან სხვა საშუალებები, რომლებიც ცალ-ცალკე ან ერთად ქმნის ეკონომიკურ აგენტზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, კერძოდ: ა) ეკონომიკური აგენტის წილის ფლობა, ამ წილის ან/და მისი აქტივების სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების უფლება; ბ) უფლება (ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება და სხვა), რომელიც იძლევა ეკონომიკური აგენტის მმართველი ორგანოების შემადგენლობაზე, ხმის უფლებასა და გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას.

3.კონცენტრაცია, რომელიც არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

4.კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, დაუშვებელია.

5.თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეკონომიკური აგენტი საპირისპიროს დაასაბუთებს.

6.იმ პირების კონცენტრაციის რეგისტრაციისთვის, რომლებსაც ეკისრებათ ამ კანონის 11 ​1 მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია არსებობდეს სააგენტოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შესახებ. სააგენტოს უარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

7.თუ განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად მოსალოდნელია ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვა, კონცენტრაციის მხარემ/მხარეებმა შეიძლება სააგენტოს შესთავაზოს/შესთავაზონ ოპერაციის ცვლილების (მოდიფიკაციის) განხორციელება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოდიფიკაციის შედეგად კონცენტრაცია დააკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სააგენტოს გადაწყვეტილებაში შეიძლება მითითებული იყოს ინფორმაცია კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ განსახორციელებელი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების თაობაზე და მისი განხორციელების ვადა.

9.თუ კონცენტრაცია განხორციელდა და კონცენტრაციის მხარემ/მხარეებმა შესაბამის ვადაში არ განახორციელა/არ განახორციელეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიება, სააგენტო მას/მათ აკისრებს ჯარიმას ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად. სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს შეიძლება დაეკისროს/დაეკისროთ სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს განესაზღვრება/განესაზღვრებათ ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2021 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023

    მე-6−მე-9 პუნქტებში ადრესატად ეკონომიკური აგენტის ნაცვლად დასახელებულია კონცენტრაციის მხარე/მხარეები, ხოლო მე-6 პუნქტში რეესტრის უარის საფუძვლად დასახელებულია სააგენტოს „უარი“.

  2. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 21 სექ. 2020
  3. 31 მარ. 2014· გამოქვეყნდა 27 მარ. 2014

    მე-7 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა სიტყვათა მოწესრიგებით: „მოიპოვებს“ და „გარკვეული პერიოდულობით“ გადაადგილდა, „კონკურენცია“ დაემატა ახალ ადგილას. ძველი ტექსტის დასასრული „არსებული კონკურენცია. თავი III. სახელმწიფო დახმარება“ შეიცვალა წერტილით; მე-6 პუნქტიდან ამოღებულია სიტყვა „მოიპოვებს“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10¹შემდეგი მუხლი 11¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შერწყმის სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარიგების სტრუქტურირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ერთობლივი საწარმოს სტრუქტურირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შერწყმის კონტროლის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 თებ. 2025 · №18

  • 3 ცვლილება · ბოლო 11 დეკ. 2023
  • ციტირებულია 6 მუხლი
  • 12 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 21⁷⁹ელექტრონული კომუნი… 24ელექტრონული კომუნი… 64მუხლი 30მუხლი 31მუხლი 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონკურენციის შესახებ

  • 11²კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება
  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 7კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 119კონცენტრაცია

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 25ავტორიზებულ პირთან შერწყმის, ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივის შეძენის რეგულირება
  • 27შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 126ცნებების მნიშვნელობა ამ თავის მიზნებისათვის

მეწარმეთა შესახებ

  • 158აქციის კლასი. აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 356¹ტერმინთა განმარტება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13²ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁷⁹2464252712630313211²37119215811
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომუნიკაცი…კონკურენციის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს საგადასახა…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 თებ. 2025 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026