საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 47⁸. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება საფინანსო სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნის ხელშეწყობის სფეროში

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით გათვალისწინებულ სფეროში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი ამ კანონითა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის (გარდა ანგარიშვალდებული საწარმოსი), სესხის გამცემი სუბიექტის ან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიერ კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარს/განცხადებას და კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას. კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივრის/განცხადების და კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით , თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონკურენციის დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეროვნული ბანკი კონკურენციის დამრღვევს დააკისრებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფულად ჯარიმას. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კონკურენციის დამრღვევის მიმართ ფულად ჯარიმასთან ერთად გამოიყენოს სხვა სანქცია ან/და საზედამხედველო ზომა.

2.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისას უპირატესობა მიანიჭოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას.

3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გამოსცეს სამართლებრივი აქტები, მათ შორის, დაადგინოს ზღვრული ოდენობები, რომელთა გადაჭარბების შემთხვევაშიც კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება წინასწარ წერილობით უნდა წარედგინოს ეროვნულ ბანკს, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და ფულადი ჯარიმები.

4.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტისგან გამოითხოვს ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას) და მას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადასცემს. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №7129 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის ორგანული კანონი №3764 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 28 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 12 ოქტ. 2009 – 21 სექ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
329⁴330474864¹11626292747⁸
მნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…ფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს ეროვნული ბ…ლიცენზიებისა და ნებართ…კონკურენციის შესახებკომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა