ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 16. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 14 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალსა და რაოდენობას, რომელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტში, მათ შორის, საერთაშორისო რეისების შესრულებისას.

2.ნებისმიერი ტრანსპორტით საერთაშორისო რეისის შესრულებისას , საერთაშორისო ღონისძიების ( ველოსპორტი , ავტორალი და სხვა ) , მათ შორის , უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან ერთობლივი სამხედრო წვრთნის , ჩატარებისას , შესაბამისად , მგზავრთა თვის და ღონისძიებაში მონაწილე პირთათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით ნებადართულია ( თუ ამას ითვალისწინებს ჩასატარებელი ღონისძიება ) II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველო ში შემოტანა და საქართველო დან გატანა . ეს პროცესი არ განიხილება იმპორტად , ექსპორტად ან ტრანზიტად .

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ღონისძიების დაწყებამდე დაინტერესებული ორგანიზაცია (უწყება) წერილობით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რის საფუძველზედაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მისამართით გასცემს შესაბამის წერილს, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გატარების ან გატარებაზე უარის თქმის საფუძველია. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალსა და რაოდენობას, რომელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტში, მათ შორის, საერთაშორისო რეისების შესრულებისას. 2. ნებისმიერი ტრანსპორტით საერთაშორისო რეისის შესრულებისას , საერთაშორისო ღონისძიების ( ველოსპორტი , ავტორალი და სხვა ) , მათ შორის , უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან ერთობლივი სამხედრო წვრთნის , ჩატარებისას , შესაბამისად , მგზავრთა თვის და ღონისძიებაში მონაწილე პირთათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით ნებადართულია ( თუ ამას ითვალისწინებს ჩასატარებელი ღონისძიება ) II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველო ში შემოტანა და საქართველო დან გატანა . ეს პროცესი არ განიხილება იმპორტად , ექსპორტად ან ტრანზიტად . 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ღონისძიების დაწყებამდე დაინტერესებული ორგანიზაცია (უწყება) წერილობით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რის საფუძველზედაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მისამართით გასცემს შესაბამის წერილს, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გატარების ან გატარებაზე უარის თქმის საფუძველია. საქართველოს 2018 წლის 5  ივლისის  კანონი №3064  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველ და მე-3 პუნქტებში სამინისტროს სახელწოდებას დაემატა დევნილთა სფერო.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹³2110¹91421193027196923016
მნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…რეკლამის შესახებწამლისა და ფარმაცევტულ…სურსათის/ცხოველის საკვ…ბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა