საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 13¹. საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ნებადართული საქმიანობა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების გარდა, განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა) საგადახდო მომსახურების განხორციელებასთან მჭიდროდ დაკავშირებული მომსახურებების გაწევა, მათ შორის, საინკასაციო მომსახურება, ვალუტის გადაცვლა, გადახდის ოპერაციის შესრულების დადასტურება, მონაცემების შენახვა და დამუშავება; ბ) საგადახდო სისტემის მართვა ამ კანონის 5​ 1 მუხლის გათვალისწინებით; გ) ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურებების გაწევისას სესხის გაცემა შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევაში: გ.ა) სესხის გაცემა არ არის ძირითადი საქმიანობა და სესხი მხოლოდ გადახდის ოპერაციის შესასრულებლად გაიცემა; გ.ბ) გადახდის ოპერაციის შესასრულებლად გაცემული სესხის ვადად უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 12 თვე; გ.გ) სესხი არ გაიცემა მომხმარებლის ან/და სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურების შესრულების მიზნით მასთან არსებული ფულადი სახსრებით; გ.დ) გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ნორმებს; დ) თავისი საგადახდო მომსახურების რეკლამის, თავის საგადახდო მომსახურებასთან უშუალოდ დაკავშირებული რეკლამის, ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის (ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის გარდა) შესახებ რეკლამის, აგრეთვე სოციალური რეკლამის განთავსება; ე) ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება/განვითარება, აგრეთვე ამავე პროგრამული უზრუნველყოფის გასხვისება, სარგებლობაში გადაცემა და მხარდაჭერა; ვ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საგადახდო მომსახურების მხარდამჭერი ან/და ფინანსური მომსახურებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემის/სისტემების დანერგვა/განვითარება, აგრეთვე მისი/მათი გასხვისება, სარგებლობაში გადაცემა და მხარდაჭერა; ზ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ქონების (ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქონების გარდა) იჯარით გაცემა; თ) საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული ელექტრონულ-ტექნიკური მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფისთვის საჭირო შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.

2.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს მოსახლეობის ფართო მასებისგან დეპოზიტების ან/და სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს უფლება, ურთიერთობა დაამყაროს სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ უცხოურ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ რეზიდენტი პირების მიერ გადახდების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

4.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია არ დაუშვას თავის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით რეზიდენტი პირების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტსივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით.

5.თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ცნობილი გახდება, რომ მომხმარებელი იყენებს უცხოურ კომპანიას სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ რეზიდენტი პირების გადახდების განსახორციელებლად, მან უნდა შეზღუდოს მომხმარებლის მიერ ასეთ კომპანიასთან ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

6.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს მხოლოდ ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით ან/და „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგადახდო მომსახურებას, უფლებამოსილია განახორციელოს სხვა საქმიანობაც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1192 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ივნ. 2012 – 1 იან. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    მე-5 პუნქტში „განხორციელების მიზნით“ შეიცვალა სიტყვით „განსახორციელებლად“. დაემატა მე-6 პუნქტი, რომელიც მხოლოდ „ზ“ ან/და „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას მიმწოდებელ რეგისტრირებულ პროვაიდერს სხვა საქმიანობის განხორციელების უფლებას ანიჭებს.

  2. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
  3. · გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    ახალი მუხლი ზღუდავს პროვაიდერის დასაშვებ საქმიანობას და აწესებს სესხის გაცემის პირობებს, ასევე ფართო მასებისგან თანხების მოზიდვის აკრძალვას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42018²48²3166¹7¹2385315172013¹
მნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საგადასახა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…კომერციული ბანკების სა…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა