Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 19

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 19. საგადახდო მომსახურების დაცვა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის სისტემებიგადახდის მომსახურებატრანსასზღვრული კრიპტოსავალუტო ოპერაციებიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობასაერთაშორისო ტრანზაქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ თავის მოთხოვნები უნდა შესრულდეს ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების დაცვით.

2.ამ თავის მოქმედება ვრცელდება ლარითა და უცხოური ვალუტით განხორციელებულ გადახდის ოპერაციებზე. თუ გადახდის ოპერაციის (გარდა ერთიანი ევროგადახდის სივრცის (SEPA) ფარგლებში მოქმედი საგადახდო სქემით შესრულებული გადახდის ოპერაციებისა) განხორციელებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა, საქართველოში მოქმედ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე არ ვრცელდება ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

3.საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან/და მომხმარებელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება ამ კანონის 22 2 , 22 3 , 24-ე−26-ე და 28-ე−34-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობით, საომარი მდგომარეობით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული შეუსრულებლობისთვის, თუ ამ გარემოებებმა უშუალო გავლენა იქონია ამ კანონის შესაბამისად პროვაიდერის ან მომხმარებლის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე. მხარე, რომელიც პასუხისმგებლობის გამოსარიცხად დაუძლეველ ძალაზე მიუთითებს, ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ მოვლენას. მხარე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ დაუძლეველმა ძალამ უშუალო გავლენა იქონია მის მიერ ვალდებულების შესრულებაზე.

4.საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან/და მომხმარებელს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ კანონის 22 2 , 22 3 , 24-ე−26-ე და 28-ე−34-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის განსაკუთრებული გარემოების საფუძველზე ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოპერაციების შეზღუდვის შემთხვევაში.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის დაუძლეველ ძალას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ის არ ექვემდებარება მხარის კონტროლს და რომლის შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა მხარის გონივრული გულმოდგინებისა და ძალისხმევის მიუხედავად. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    მე-2 პუნქტში უცხოური საგადახდო სისტემის მონაწილეობით განხორციელებული ოპერაციების გამონაკლისს გამოეყო ერთიანი ევროგადახდის სივრცის საგადახდო სქემით შესრულებული ოპერაციები. მე-3 პუნქტში საგანგებო და საომარი მდგომარეობისას მუხლების მოქმედების შეჩერება შეიცვალა პასუხისმგებლობის გამორიცხვით, დაემატა მტკიცების ტვირთისა და დაუძლეველი ძალის განმარტების წესები.

  2. 22 მარ. 2017
  3. 10 სექ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სააბონენტო ხელშეკრულების შესაბამისობა29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • SaaS შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბანკროტობის აქტივების დაფარვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვალუტის ფარული ტრანსპორტირება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 3 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 26მუხლი 27მუხლი 28მუხლი 34მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 31მუხლი 31¹მუხლი 31²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 13საგადახდო მომსახურების ცნება
  • 13¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ნებადართული საქმიანობა
  • 17საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 248საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა გადასახადის გადამხდელის მიერ
  • 51საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები

ტურიზმის შესახებ

  • 28გადახდისუუნარობისგან დაცვა და დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა
  • 50²ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
  • 50¹ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 32მომსახურების საფასურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
48²7¹2482627283493131¹31²1313¹172819
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…ტურიზმის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026