Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 17

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 17. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის სისტემებიგადახდის მომსახურებამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაციფრული ბანკინგირეგულატორული ადვოკატირებატრანსასზღვრული კრიპტო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამატებითი მოთხოვნები დაუდგინოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, თუ მის მიერ ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ზღვრებს.

2.თუ საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საზოგადოების ნდობის, საგადახდო სისტემის, ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სოციალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მასზე გაავრცელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროვაიდერის მიერ ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა არ აჭარბებს იმავე პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (შემდგომ − საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი) ვალდებულია საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული და გაანგარიშებული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა მისი სახეობების, მათ შორის, საწყისი და მიმდინარე კაპიტალის, მიხედვით.

4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის განსაზღვროს პირობები, როდესაც პირი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებულ პირად.

5.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის დადგენილი მოთხოვნები აგრძელებს მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა აღარ აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაათავისუფლოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისგან, თუ: ა) გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა ზედიზედ 3 თვის განმავლობაში აღარ აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს; ბ) მისთვის დამატებითი მოთხოვნები დადგინდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

7.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, მათ შორის, აუდიტირებული, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

8.საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებულია აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.

9.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების გარდა, სამართლებრივი აქტით დამატებით განსაზღვროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტირების ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულების წესი. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    მე-3 პუნქტში საზედამხედველო კაპიტალი დაკონკრეტდა (საწყისი და მიმდინარე) და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის უდიდესი კაპიტალის წესი ამოღებულია; მე-8 პუნქტი მხოლოდ მნიშვნელოვან პროვაიდერს ეხება. მე-9 პუნქტში ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება შეიცვალა ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით, დამატებით განსაზღვროს აუდიტის ვალდებულება.

  2. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 11 იან. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფინტექ რეგულატორული შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო კრიპტო-ტრანზაქციები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ურთიერთობა საზედამხედველო ორგანოსთან (სებ-ი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 2 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 18მომხმარებლის ფულადი სახსრები
  • 42სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა
  • 15საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საგადახდო მომსახურების განხორციელება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა
  • 63კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მექანიზმი
  • 66¹ეროვნული გადახდების საბჭო

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 43საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება
  • 23¹ზოგადი მოთხოვნები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

ფაქტორინგის შესახებ

  • 32დარღვევები და სანქციები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4323¹18²48²6366¹7¹14184215533217
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საგადასახა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…ნებაყოფლობითი კერძო პე…ფაქტორინგის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026