Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 22²

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 22². გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე წვდომა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის სისტემებიგადახდის მომსახურებაDAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვაბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიWeb3 dApp დეველოპმენტიკრიპტო გადახდების ინტეგრაცია ბიზნესისთვის

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადამხდელს უფლება აქვს, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისგან მიიღოს გადახდის ინიციირების მომსახურება, თუ შესაძლებელია ამ გადამხდელის საგადახდო ანგარიშზე ონლაინრეჟიმში წვდომა.

2.თუ გადამხდელის მიერ გაცემულია გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე ცალსახა თანხმობა ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელის მიერ გადახდის ინიციირების მომსახურების მიღების უზრუნველსაყოფად ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები.

3.გადახდის ინიციირების მომსახურების გაწევისას: ა) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, ნებისმიერ დროს ფლობდეს გადახდის ინიციირების მომსახურებასთან დაკავშირებულ მომხმარებლის თანხას; ბ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები არ იყოს ხელმისაწვდომი სხვა ნებისმიერი პირისთვის, გარდა თავად მომხმარებლისა და ამ მახასიათებლების გამომშვები პირისა. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი აგრეთვე ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხო და ეფექტიანი არხებით გადაცემა; გ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შესახებ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა სხვა ნებისმიერი მიღებული ინფორმაციის მხოლოდ მიმღებისთვის მიწოდება მომხმარებლის ცალსახა თანხმობის საფუძველზე; დ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადახდის ინიციირების ყოველ ჯერზე გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება, აგრეთვე ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, გადამხდელსა და მიმღებთან უსაფრთხო კომუნიკაცია განახორციელოს ამ კანონის 22 1 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, შეინახოს მომხმარებლის სენსიტიური საგადახდო მონაცემები; ვ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, მომხმარებელს მოსთხოვოს დამატებითი მონაცემები, გარდა  გადახდის ინიციირების მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელი მონაცემებისა; ზ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, გამოიყენოს, წვდომა ჰქონდეს ან შეინახოს ნებისმიერი მონაცემი მხოლოდ გადამხდელის მიერ ცალსახად მოთხოვნილი გადახდის ინიციირების მომსახურების შესრულების მიზნით; თ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, შეცვალოს ოპერაციის თანხის ოდენობა, მიმღები ან სხვა მონაცემები.

4.ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია: ა) განახორციელოს უსაფრთხო კომუნიკაცია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერთან ამ კანონის 22 1 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) გადამხდელსა და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს გადახდის ოპერაციის ინიციირებისას მიაწოდოს ან ხელმისაწვდომი გახადოს შესაბამისი საგადახდო ანგარიშის ნომრის, ნაშთისა და ვალუტის შესახებ ინფორმაცია და გადახდის ინიციირებისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადახდის ინიციირების მომსახურების განხორციელებისა და საგადახდო დავალების გაცემისთვის იმგვარად, რომ მომხმარებელმა გადახდის ინიციირების მომსახურება დაუბრკოლებლად მიიღოს, აგრეთვე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისგან საგადახდო დავალების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახადოს ან მიაწოდოს მას გადახდის ოპერაციის ინიციირების შესახებ ინფორმაცია და გადახდის ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული, მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია; გ) არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით მიღებულ საგადახდო დავალებასა და მის მიერ უშუალოდ გადამხდელისგან მიღებულ საგადახდო დავალებას შორის, მათ შორის, საგადახდო დავალების ინიციირებისა და შესრულებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების ან/და საგადახდო დავალების შესრულების დროის, პრიორიტეტულობის ან საკომისიოების თვალსაზრისით, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გამონაკლისებისა; დ) ერთგვაროვნად გამოიყენოს ამ კანონის 22 1 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გამონაკლისები როგორც გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით მიღებული საგადახდო დავალებების, ისე მის მიერ უშუალოდ გადამხდელისგან მიღებული საგადახდო დავალებების მიმართ. ამასთანავე, ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს გადამხდელის მიერ გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით იმ რეკვიზიტების რეგისტრირება, რომლებიც ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის უშუალოდ ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან აღნიშნული გამონაკლისებით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად.

5.ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს მისცეს მომხმარებლისთვის გადახდის ინიციირების მომსახურების მიწოდების საშუალება, მიუხედავად გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერსა და ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის ამ მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობისა ან მისი შინაარსისა. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1142 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 1 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 12 ივნ. 2012 – 1 იან. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2026· გამოქვეყნდა 12 დეკ. 2025
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 22¹შემდეგი მუხლი 22³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგადახდო მომსახურების ხელშეკრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბლოკჩეინ bridge-ების ინტეგრაცია cross-chain ტრანზაქციებისთვისსერვისის გვერდი
  • ინდექსერის (The Graph, Subsquid) დანერგვა და subgraph-ის შექმნასერვისის გვერდი
  • კრიპტო გადახდის გეითვეის ინტეგრაცია (BTCPay, NOWPayments, Coinbase Commerce)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 2 ცვლილება · ბოლო 12 დეკ. 2025
  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 22მუხლი 22¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 22³ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომა
  • 31²პასუხისმგებლობა გადახდის ინიციირების მომსახურებისას საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის
  • 31პასუხისმგებლობა გადამხდელის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 41გადასახადის გადამხდელის უფლებები
  • 38ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 11¹ (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის საინფორაციო ბარათი

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 105მიმწოდებლის ვალდებულებები
  • 47დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის მესაკუთრის ფუნქციები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 684გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 17ფულადი სახსრების გადარიცხვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6847¹413811¹ (…2222¹22³31²311710547422²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ელექტრონული კომერციის …ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026