Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 22¹

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 22¹. მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის სისტემებიგადახდის მომსახურებაციფრული ბანკინგიSSI და ციფრული იდენტობაIT მომსახურებამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია, როდესაც მისი მომხმარებელი – გადამხდელი ახორციელებს: ა) დისტანციურად ონლაინრეჟიმში თავის საგადახდო ანგარიშზე წვდომას; ბ) ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებას; გ) დისტანციური არხის საშუალებით ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც თაღლითობის ან/და სხვა უკანონო ქმედების რისკის მატარებელია.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებისას საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია განახორციელოს ისეთი ელემენტების ჩართულობით, რომლებიც დისტანციური ელექტრონული გადახდის ოპერაციას დინამიკურად აკავშირებს ოპერაციის კონკრეტულ თანხასა და კონკრეტულ მიმღებთან.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შემუშავებული და დანერგილი ჰქონდეს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დასაცავად.

4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აგრეთვე ვრცელდება გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით ინიციირებულ გადახდის ოპერაციაზე. ამავე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ასევე ვრცელდება ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერის საშუალებით ინფორმაციის მოთხოვნაზე.

5.ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დანერგილი ინტერფეისი: ა) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უნდა აძლევდეს საშუალებას, დაეყრდნოს ავთენტიფიკაციის ყველა იმ პროცედურას, რომელსაც ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად ახორციელებს მომხმარებლის მიმართ; ბ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს უნდა აძლევდეს საშუალებას, დაეყრდნოს ავთენტიფიკაციის ყველა იმ პროცედურას, რომელსაც ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად ახორციელებს მომხმარებლის მიმართ.

6.საქართველოს ეროვნული ბანკი სამართლებრივი აქტებით ადგენს: ა) მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელების მიმართ მოთხოვნებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად; ბ) ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოთხოვნებიდან გამონაკლისებს; გ) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უსაფრთხოების ზომები, რათა დაცულ იქნეს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების კონფიდენციალურობა და მთლიანობა; დ) იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის, შეტყობინებისა და ინფორმაციის გადაცემის მიზნით, აგრეთვე უსაფრთხოების ზომების იმპლემენტაციისთვის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს, ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს, გადამხდელს, მიმღებსა და სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტების მიმართ მოთხოვნებს. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ივნ. 2012 – 1 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    დაემატა 22¹ მუხლი ძლიერი ავთენტიფიკაციის შესახებ, ასევე 22² მუხლი გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე წვდომის თაობაზე და 22³ მუხლი, რომლის ტექსტი ნაჩვენები არ არის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 22²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • IT მომსახურების ხელშეკრულებები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული კომერციის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • SaaS შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტერნეტ თაღლითობა (მუხლი 180) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 1 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 22²მუხლი 22³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 22²გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე წვდომა
  • 30საგადახდო ინსტრუმენტსა და ავთენტიფიკაციის საშუალებებთან დაკავშირებული ვალდებულებები
  • 22³ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 12მოთხოვნები დისტანციური ხელშეკრულებისადმი
  • 10მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 8ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია
  • 9შეკვეთა

ტურიზმის შესახებ

  • 28გადახდისუუნარობისგან დაცვა და დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 32დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება
  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
323448²7¹22²22³301210892822¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…მომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …ტურიზმის შესახებელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026