ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 10¹ (მერვე). 8 . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის 10 4 −10 8 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს: ა) პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს; ბ) მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს.

2.პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის 10 9 ან 10 10 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს: ა) პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს; ბ) მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის (გარდა კომერციული ბანკისა) მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს; გ) მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის მიმართ − ეროვნულ ბანკს.

3.ამ კანონის 10 11 −10 15 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს.

4.ამ კანონის 10 16 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიმართვის საფუძველზე.

5.ამ კანონის 10 17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება აქვს ეროვნულ ბანკს.

6.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  ადგენს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ციფრული მმართველობის სააგენტოს უფლებამოსილი პირი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, აგრეთვე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს/ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ საკუთარი  კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ. თავი I V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 30 დეკ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3229⁷220¹33310¹⁰10¹⁷10⁸237 (და…33410¹ (მერვე)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინფორმაციული უსაფრთხოე…ადმინისტრაციული სახდელ…საქართველოს გარემოს და…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა